ქობულეთში ახალგაზრდა ბიჭი სოფელ ჩეხედანას სტადიონთან დამარხული იპოვეს. ინფორმაციას TV25.GE ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ცხედარს მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც იგი ძაღლებმა ამოთხარეს. ახალგაზრდას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
TV25.GE-ის ცნობითვე, ბიჭი სტუმრად, მეზობელ სოფელ სკურაში იმყოფებოდა და პირმა, რომელმაც სავარაუდოდ, მკვლელობა ჩაიდინა, საქართველოს საზღვარი დატოვა.