ქობულეთში, სოფელ ლეღვაში, სკურას დასახლებაში, სტადიონთან 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.
როგორც ადგილობრივები ambebi.ge - სთან აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს ოჯახის წევრები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. გარდაცვლილი ახალგაზრდა გიორგი ალხანაშვილია, რომელიც სტადიონთან დამარხული ნახეს.
ადგილობრივების ცნობით, 20 წლის ბიჭი ამავე სოფელში მეგობარ ბიჭთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა.
“20 წლის ბიჭი, რომელიც გარდაცვლილი ნახეს, დედოფლისწყაროდან იყო, იგი ბათუმში დროებით ცხოვრობდა. რამდენიმე დღის წინ ქობულეთში სტუმრად იმყოფებოდა, მას ახლდა მეგობარი ბიჭი, რომელიც ამ დრომდე სავარაუდოდ, მიმალულია… როგორც გავიგეთ, ახალგაზრდები სოფლიდან უკან რომ ბრუნდებოდნენ, ოჯახმა ტაქსი გამოიძახა და ბიჭები გააცილა, რეალურად რა მოხდა, რა უძღოდა წინ მომხდარს, არ ვიცით. სტადიონთან დასაფლავებული ბიჭი ძაღლებმა იპოვეს”,- გვითხრეს ადგილობრივებმა.
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
იხილეთ ასევე: