ავტორი:

"პალიტრა L“ - ის სტენდთან მკითხველების რიგი დგას - წიგნის ფესტივალის მეორე დღე

"პალიტრა L“ - ის სტენდთან მკითხველების რიგი დგას - წიგნის ფესტივალის მეორე დღე

ყველა მკითხველისთვის საყვარელი დღესასწაული - თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი - წელს 25-დან 28 მაისის ჩათვლით, ტრადიციულად, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში იკავებს ადგილს. აღსანიშნავია, რომ 2023 საიუბილეო წელია, ფესტივალის ტრადიცია უკვე 25 წელს ითვლის.

მიუხედავად წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისა, როგორც პირველ, ასევე მეორე დღეს, ხალხის ნაკადი არ წყდება. განსაკუთრებული რიგები დგას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამომცემლობის "პალიტრა L-ის“ სტენდებთან. როგორც გამომცემლობის დირექტორი, თინა ასათიანი აღნიშნავს, ფესტივალის სტუმრების რაოდენობამ მოლოდინს უკვე გადააჭარბა, რაც დიდწილად იმ სიახლეებისა და ფასდაკლებების დამსახურებაა, რომლებიც "პალიტრა L-მა“ წელს თავის ერთგულ მკითხველს მოუმზადა:

"წელს "გამომცემლობა "პალიტრა L“ წიგნის საიუბილეო 25-ე საერთაშორისო ფესტივალზე განსაკუთრებული სიახლეებითაა წარმოდგენილი. გამოყოფილი გვაქვს უფრო დიდი ფართობი და სტენდის დიზაინიც განახლებულია. აღსანიშნავია, რომ გარდა ტრადიციული ფასდაკლებებისა, გამოყოფილი გვაქვს "აუთლეტ ზონაც“, სადაც წიგნების ფასი 1 ლარიდან იწყება. ეს ყველაფერი, ცხადია, მიმართულია იმისკენ, რომ წიგნები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ მკითხველისთვის,“ - აღნიშნავს "პალიტრა L-ის“ დირექტორი თინა ასათიანი.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამომცემლობამ ერთგულ მკითხველს სიურპრიზი დაახვედრა - მხოლოდ 26 მაისს და მხოლოდ წიგნის ფესტივალზე "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ სპეციალურ ფასად - 26 ლარად იყიდება 174 ლარის ნაცვლად. ეს არის წიგნ-ალბომი, რომელზეც ნუმიზმატთა და ისტორიკოსთა გუნდი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. წიგნ-ალბომში წარმოდგენილი მონეტების ორიგინალები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

როგორც გამომცემლობაში აცხადებენ, წიგნის ფესტივალის მომდევნო დღეების განმავლობაშიც მკითხველს არაერთი სიურპრიზი ელოდება:

"სპეციალურად ფესტივალისთვის არაერთი ახალი წიგნი გვაქვს წარმოდგენილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია რევაზ-გიორგი არველაძის წიგნი "მოთხრობები ქართლიდან“, რომელსაც კვირას ავტორთან ერთად წარვადგენთ. ასევე წელს სიურპრიზი მოვუმზადეთ თინეიჯერებს და მათ Teens Game შევთავაზეთ. ეს არის თამაში, რომლის ფარგლებშიც "ლიბერთინსის“ სერიის წიგნებში თავსატეხები მოვიფიქრეთ, საბოლოოდ გამარჯვებული შაბათს, 13:00 საათზე წიგნის ფესტივალზე გამოვლინდება.

ფესტივალის განმავლობაში მკითხველს საშუალება ექნება პირადად შეხვდეს თანამედროვე ავტორებს, მათ შორის, კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულებს, შეკითხვები დაუსვას წიგნებთან დაკავშირებით და ავტოგრაფიც მიიღოს. გარდა ამისა, ერთგული მკითხველისთვის ყოველ 15 ლარის შენაძენზე გვაქვს საჩუქრები,“ - აღნიშნავს პალიტრა ჰოლდინგის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ გიორგაძე.

  • შეგახსენებთ "პალიტრა L-ის“ აქტივობებს წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში:

26 მაისი, პარასკევი, 15:00 - Teens Game; ღონისძიების წარმდგენები - მარიამ გიორგაძე, თუთიკო მუჯირი. პროექტის მიზანია წიგნიერების დონის გაზრდა მოზარდებში. თამაშის გამარჯვებული კი შაბათს, 27 მაისს გამოვლინდება.

27 მაისი, შაბათი, 15:20 - წიგნის წარდგენა, "XXI საუკუნის ქართული მოთხრობა“; წარმდგენი ბესო ხვედელიძე.

28 მაისი, კვირა, 18:00 - წიგნის წარდგენა, "მოთხრობები ქართლიდან“ - წარმდგენები: რევაზ-გიორგი არველაძე, ქეთი ქანთარია.

R