ავტორი:

"უახლოეს საათებში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოკუპანტები პროვოკაციას გეგმავენ" - უკრაინის დაზვერვა

"უახლოეს საათებში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოკუპანტები პროვოკაციას გეგმავენ" - უკრაინის დაზვერვა

უახლოეს საათებში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოკუპანტები ავარიის იმიტაციის ფორმით პროვოკაციას გეგმავენ, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

მათი ცნობით, ამისთვის ოკუპანტები დარტყმას განახორციელებენ უშუალოდ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, ამის შემდეგ, რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის შესახებ განაცხადებენ და ინციდენტისთვის ტრადიციულად უკრაინას დაადანაშაულებენ.

საკუთარი ქმედებების მაქსიმალურად დასამალად ოკუპანტებმა 26 მაისისთვის დაგეგმილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) სადამკვირვებლო მისიის პერსონალის როტაცია ჩაშალეს.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, აღნიშნული პროვოკაციით რუს ოკუპანტებს იმედი აქვთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება დეტალურ გამოძიებას მოითხოვს, რის გამოც საბრძოლო ქმედებები შეჩერდება და რუსეთი სასურველ პაუზას აიღებს უკრაინის კონტრშეტევამდე.