კლარიონ-კლიპერტონის ზონა ცენტრალურ და აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში, ჰავაისა და მექსიკას შორის, 4000-დან 6000 მეტრამდე სიღრმეში მდებარეობს. სიდიდით იგი დაახლოებით ორჯერ აღემატება ინდოეთს. ეს ადგილი, ისევე როგორც იქ ბინადარი ცხოველები, მეცნიერებისთვის დიდ საიდუმლოს წარმოადგენს.
ახალ კვლევაში მეცნიერებმა შეაგროვეს და გააანალიზეს 100 000-ზე მეტი გამოქვეყნებული ჩანაწერი, რომელიც ზონაში მცხოვრებ ცხოველებს უკავშირდება. ზოგიერთი ჩანაწერი 1870-იანი წლებით თარიღდება. მათში ნახსენები სახეობების დაახლოებით 90 პროცენტი მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი იყო.
ამ უცნაურ და მშვენიერ არსებებს შორის არიან ჭიები, მარჯნები და ჰოლოტურიანები (ანუ ზღვის კიტრი)
მინერალების მდიდარი შემცველობის გამო, როგორიცაა კობალტი და ნიკელი, კლარიონ-კლიპერტონის ზონა მოთხოვნადია წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიებში. საძიებო სამუშაოები ახლო მომავალში იგეგმება, მაგრამ ტერიტორია საკმაოდ ღრმაა, რაც მონაცემთა შეგროვებას ართულებს და ზედმეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
მოამზადა ანი შავიშვილმა