ავტორი:

ბელგოროდში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა - რას წერს რუსული მედია?

ბელგოროდში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა - რას წერს რუსული მედია?

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ბელგოროდის ოლქის მაისკის დასახლებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენმა აპარატმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მიგრაციის დეპარტამენტის შენობაზე ჩამოაგდო.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

ცნობისთვის, 26 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დრონმა ბელგოროდის ოლქში ასაფეთქებელი მოწყობილობა „გაზპრომის“ შენობაზე ჩამოაგდო.