ავტორი:

"მთავარმა დამნაშავემ ქვეყანა დატოვა... გიორგი 17 მაისის შემდეგ გაუჩინარებული იყო, მასპინძელიც იტყუებოდა" - რას ამბობენ  ქობულეთში სასტიკად მოკლული ბიჭის ახლობლები?

"მთავარმა დამნაშავემ ქვეყანა დატოვა... გიორგი 17 მაისის შემდეგ გაუჩინარებული იყო, მასპინძელიც იტყუებოდა" - რას ამბობენ  ქობულეთში სასტიკად მოკლული ბიჭის ახლობლები?
  • ფოტო: გიორგი ალხანაშვილი

ქობულეთში მოკლული 20 წლის ბიჭის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან დედოფლისწყაროში გადაასვენეს.

გიორგი ალხანაშვილის ახლობლები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს სხეულზე მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, გარდაცვლილი კი დედამ პირადი ნივთების საშუალებით ამოიცნო.

"მკვლელობის მოტივი უცნობია, 17 მაისის შემდეგ გაუჩინარებული იყო, თავად მასპინძელიც კი იტყუებოდა, სანამ გვამი არ იპოვეს. მთავარმა დამნაშავემ ქვეყანა დატოვა, ჩვენი ვარაუდით მეგობრების მხრიდან ჯგუფური მკვლელობა იყო”, - განაცხადეს ახლობლებმა.

ცნობისთვის, გუშინ ქობულეთში, სოფელ ლეღვაში სტადიონთან 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივებმა AMBEBI.GE-სთან საუბარში განაცხადეს, რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მისი ცხედარი დამარხული იპოვეს.

ადგილობრივების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ამავე სოფელში მეგობართან ერთად სტუმრად იმყოფებოდა. მომხდარის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი პირი დააკავა, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

იმ პირის ბაბუა, ვის სახლშიც 4 ახალგაზრდა დასასვენებლად იმყოფებოდა, ჰყვება, რომ მისი შვილიშვილი ლონდონში სწავლობდა და საქართველოში თავის მეგობარ გოგონასთან და 4 სხვა მეგობართან ერთად, დასასვენებლად 5 დღით ჩამოვიდა.

როგორც ბაბუა ამბობს, მან ახალგაზრდებს სუფრა გაუშალა და საღამოს მარტო დატოვა. დილით კი შეამჩნია, რომ ახალგაზრდებს 1 ადამიანი აკლდათ. ჩამოსვლიდან 3 დღის შემდეგ კი, მისმა შვილიშვილმა საქართველო დატოვა და კვლავ ლონდონში დაბრუნდა.

როდესაც ახალგაზრდა ბიჭის გაუჩინარების შესახებ მისმა მშობლებმა შეიტყვეს, პოლიციაში განაცხადეს. ბიჭებმა, რომლებიც ბათუმიდან იყვნენ, პოლიციას უთხრეს, რომ მათმა დაკარგულმა მეგობარმა წასვლა მოისურვა და ის წითელი ტაქსით გააცილეს. როგორც ბაბუა ჰყვება, გარდაცვლილი და მისი შვილიშვილი მეგობრები და კლასელები იყვნენ. ასევე, ბაბუის განცხადებით, სახლში კონფლიქტი არ ყოფილა და პირიქით, ახალგაზრდები კარგად ერთობოდნენ.

წაიკითხეთ: