ავტორი:

"კაც პოლიტიკოსზე იგივე თემა ეთიკურია?" - რას წერს ნინო წილოსანი ირაკლი კობახიძის აუზზე გადაღებული ფოტოების შესახებ

"კაც პოლიტიკოსზე იგივე თემა ეთიკურია?" - რას წერს ნინო წილოსანი ირაკლი კობახიძის აუზზე გადაღებული ფოტოების შესახებ

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი, დეპუტატი ნინო წილოსანი ირაკლი კობახიძის აუზზე გადაღებულ ფოტოებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"უბრალოდ ამორალობის მასშტაბი რომ დაგანახოთ - აუზზე გადაღებული ქალი პოლიტიკოსის ფოტოები რომ გამოსულიყო ინტერნეტ სივრცეში აუცილებლად ჩაიქოლებოდა და სწორიც არის!! პირადი სივრცეა და უზომოდ არაეთიკურია, ამორალურია და კაც პოლიტიკოსზე იგივე თემა ეთიკურია?

თუ ეთიკურობას სქესი აქვს და რამე, ვინმეს აძლევს უფლებას პირადი ხასიათის ფოტოები აქვეყნოს და საზოგადოებას ქცევის ეს დეგრადირებული პრინციპები შეაჩვიოს?

ააა, თუ პირადი ხასიათის ფოტოების და ვიდეოების ფრიალი ნაცების და რადიკალების ნატურაა?

ხო ნუ მაშინ გასაგებია

პ.ს გურული რომ ეშმაკს შეხვდება ის ანეგდოტი მახსენდება ყოველ ასეთ ჯერზე ..", - წერს წილოსანი.

ცნობისთვის, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისიების პარალელურად მედიაში გავრცელდა ირაკლი კობახიძის აუზზე გადაღებული ფოტოები. პარტია "ქართული ოცნების“ თავჯდომარე იმ დღეს ღონისძიებას არ ესწრებოდა. მოგვიანებით, პოლიტიკოსმა განმარტა, რომ წლებია მსგავს ღონისძიებებს არ ესწრება.