თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში წინასწარი შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.
Haberturk-ის მონაცემებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამ დროისთვის არსებული, წინასწარი მონაცემებით, ხმების 54,78 პროცენტი აქვს, ხოლო მის კონკურენტ, ოპოზიციონერ ქემალ ქილიჩდაროღლუს 45,22 პროცენტი.
თურქეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიხურა. შეგახსენებთ, თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს გაიმართა.