ავტორი:

"ფრონტზე შედარებით სიმშვიდეა, მაგრამ რუსებმა შეტევების გეოგრაფია შეცვალეს" - რა ვითარებაა უკრაინაში: უახლესი ცნობები

"ფრონტზე შედარებით სიმშვიდეა, მაგრამ რუსებმა შეტევების გეოგრაფია შეცვალეს" - რა ვითარებაა უკრაინაში: უახლესი ცნობები

ფრონტზე წინა თვეებთან შედარებით სიმშვიდეა: დღის განმავლობაში მტერმა მხოლოდ 19 შეტევა განახორციელა, მაგრამ შეტევების გეოგრაფია გარკვეულწილად შეიცვალა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, დიდი ხნის განმავლობაში პირველად, რუსები შეტევაზე გადავიდნენ შახტიორსკის მიმართულებით - ველიკა-ნოვოსელკას მიდამოში, რომელიც უჰლედარის დასავლეთით მდებარეობს.

"შეტევები გრძელდება კუპიანსკის მიმართულებით, რომელიც ასევე ბოლო დღეებში გაძლიერდა. იქ მტერი წარუმატებლად ცდილობდა წინსვლას მასიუტოვკას რაიონში“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულება კვლავ ცხელ წერტილად რჩება, სადაც რუსული ძალები წარუმატებლად ცდილობდნენ წინსვლას ორეხოვო-ვასილევკას ჩრდილო-აღმოსავლეთით და ივანოვსკის მიმართულებით. რთული ვითარება იყო მარინკას ტერიტორიაზე, სადაც, უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 12 შეტევა მოიგერიეს.

"უჩვეულო სიმშვიდე იყო ავდიივკას მიმართულებით. გუშინ, ერთ წელზე მეტი ხნის უწყვეტი ბრძოლის შემდეგ პირველად, მტერს ფრონტის ამ სექტორზე შეტევა არ განუხორციელებია. სიმშვიდე დაფიქსირდა ლიმანის მიმართულებითაც“, - აცხადებენ გენშტაბში.