უკრაინის კიევის, ხარკოვის და ჩერნიგოვის ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო განგაში გამოცხადდა დედაქალაქ კიევშიც, სადაც რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.
შეგახსენებთ, საჰაერო განგაში დილით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა. რუსულმა ძალებმა ქვეყნის ტერიტორიას დრონებისა და რაკეტების გამოყენებით დაარტყეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა 37 ფრთოსანი რაკეტა და 29 ირანული ე.წ. "კამიკაძე“ დრონი გაანადგურეს.