ავტორი:

"რა შუაშია დაშინება?! სად ნახეთ თქვენ, რომ "ქართული ოცნება“ ვინმეს აშინებდეს? - პოლიტსაბჭოს განცხადება ნიშნავს იმას, რომ არ გვინდა პრეზიდენტთან პოლემიკაში შევიდეთ" - კალაძე

"რა შუაშია დაშინება?! სად ნახეთ თქვენ, რომ "ქართული ოცნება“ ვინმეს აშინებდეს? - პოლიტსაბჭოს განცხადება ნიშნავს იმას, რომ არ გვინდა პრეზიდენტთან პოლემიკაში შევიდეთ" - კალაძე

რა შუაშია დაშინება?! სად ნახეთ თქვენ, რომ "ქართული ოცნება“ ვინმეს აშინებდეს? - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, არის თუ არა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება პრეზიდენტის დაშინების მცდელობა მმართველი გუნდის მხრიდან?

კალაძის თქმით, "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება ნიშნავს იმას, რომ მმართველი გუნდი არ შედის პრეზიდენტთან პოლემიკაში და უფრთხილდება პრეზიდენტის ინსტიტუტს.

"არ ვაპირებ შევიდე პრეზიდენტთან პოლემიკაში. მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესები და რა თქმა უნდა, ვუფრთხილდები პრეზიდენტის ინსტიტუტს.

ნებისმიერი პოლიტიკოსი, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია უნდა ატარებდეს საკუთარი ქვეყნის ინტერესს, ამ ქვეყნის განვითარებისთვის დგამდეს შესაბამის ნაბიჯებს და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს გათვითცნობიერებული.

რა შუაშია დაშინება?! სად ნახეთ თქვენ, რომ "ქართული ოცნება“ ვინმეს აშინებდეს.

ჩვენი მხრიდან ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვინდა პრეზიდენტთან შევიდეთ პოლემიკაში ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომიდინარე და ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს. როგორც მმართველ პარტიაში განმარტავენ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება "უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას“.

როგორც "ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, მათი პასუხისმგებლობაა, ხელი არ შეუწყონ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამასთან განმარტავენ, რომ ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მიიჩნევენ, რომ არავის მისცენ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება.