ავტორი:

სიმართლე კარსანზე - მუშაობდნენ თუ არა საიდუმლო იარაღზე, ბერიას ბრძანებით? - მოუსმინეთ პოდკასტს

სიმართლე კარსანზე - მუშაობდნენ თუ არა საიდუმლო იარაღზე, ბერიას ბრძანებით? - მოუსმინეთ პოდკასტს

სოფელი კარსანი ერთ-ერთი საინტერესო ადგილია საქართველოში.

ამბობენ, მეორე მსოფლიო ომის დროს ლავრენტი ბერიას ბრძანებით, სოფელი მოსახლეობისაგან დაცალეს, რომ იქ ფიზიკოსებს საიდუმლო იარაღზე ემუშავათო. ხალხს სჯეროდა, რომ კარსანში"მიწისქვეშა დარბაზები იყო, სადაც საიდუმლო ცდები ტარდებოდა. ცნობილია, რომ იქ გეოფიზიკური ობსერვატორიის შენობა აიგო, რომელიც მოგვიანებით ტუბსაავადმყოფოდ გადაკეთდა და 1980-იანი წლების ბოლომდე იარსება. ადგილობრივების თქმით, ტუბდისპანსერში იმ ადამიანებს "მკურნალობდნენ" რომელთა თავიდან მოშორება სურდათ მაშინდელი უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს. 2002 წლის აღწერით, "კარსანში მხოლოდ ცხრა კაცი ცხოვრობდა.

- ნამდვილად დასახლდა იქ ნაბუქოდონოსორისაგან დევნილი ებრაული თემი?

- ვინ იყო ლონგინოზ კარსნელი?

- რა აღმოჩენები იქნა გაკეთებული კარსანში, არქეოლოგიური გათხრების დროს?

- რა ბედი ეწია გეოფიზიკურ ობსერვატორიას?

- იყო თუ არა იქ საიდუმლო ლაბორატორია და მუშაობდნენ თუ არა ფიზიკოსები საიდუმლო იარაღზე?

- არის თუ არა მიწისქვეშა ნაგებობები და თუ არის, რა დანიშნულება ჰქონდა ადრე?