ავტორი:

"დაკეცილ დროშას "სკოჩით“ რომ აწებებთ, ეს დროშის უპატივცემულობაა " - პაპუაშვილი "ნაცმოძრაობის“ წევრების მიერ საქართველოსა და ევროკავშირის დროშების გადმოფენაზე

"დაკეცილ დროშას "სკოჩით“ რომ აწებებთ, ეს დროშის უპატივცემულობაა " - პაპუაშვილი "ნაცმოძრაობის“ წევრების მიერ საქართველოსა და ევროკავშირის დროშების გადმოფენაზე

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ და ამავე ფრაქციის წევრმა დავით ხაჯიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებისთვის განკუთვნილ მაგიდებზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.

ოპოზიციონერების ამ ჟესტს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განცხადებით უპასუხა და დეპუტატებს მიმართა, რომ დროშის "სკოჩით“ დაწებება უპატივცემულობაა.

"ქალბატონო თინა, ბატონო დავით, გასაგებია თქვენი ნაბიჯი, არ ვიცი რა დავარქვა. ამ დარბაზში საქართველოს სახელმწიფო დროშა განთავსებულია საპატიო ადგილას. თქვენ რასაც აკეთებთ - დაკეცილ დროშას "სკოჩით“ რომ აწებებთ, ეს დროშის უპატივცემულობაა. ამ დარბაზში სახელმწიფო დროშა განთავსებულია. დროშას და ამ დარბაზს ეცით პატივი, "სკოჩით“ რომ აწებებთ დროშებს, ეს აჩვენებს თქვენს დამოკიდებულებას ზოგადად, დროშების მიმართ - იქნება ეს საქართველოს დროშა თუ ევროკავშირის. ეს არის ფარისევლობა და სინამდვილეში, დროშას კი არ სცემთ პატივს, ეს არის კერპთაყვანისმცემლობა, რითაც დაკავებული ხართ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.