ავტორი:

"რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს ჯერჯერობით არ იწყებს" - მედია

"რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს ჯერჯერობით არ იწყებს" - მედია

რუსული ავიაკომპანია Red Wings, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან მოსკოვი-ქუთაისისა და სოჭი-თბილისის მარშრუტებზე ფრენების ნებართვა მიიღო, საქართველოში ავიარეისებს ჯერჯერობით არ იწყებს, - ინფორმაციას "ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Red Wings-ის ვებგვერდზე საქართველოში ბილეთები ჯერ არ იყიდება. "ეხო კავკაზა“ ავიაკომპანიას ცხელი ხაზით დაუკავშირდა, თუმცა ოპერატორმა ფრენების დაწყების თარიღი ვერ დაასახელა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ Red Wings სოჭი-თბილისი-სოჭისა და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებებით ჩარტერულ რეისებს 2 ივნისიდან კვირაში 3-ჯერ განახორციელებდა.

მედიამ და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ აფხაზეთი Red Wings-ის მიმართულებების სიაშია, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით ფრენები არ ხორციელდება. კერძოდ, სიაში მითითებულია გუდაუთა, გაგრა, ახალი ათონი, ბიჭვინთა და სოხუმი, "ბაბუშერა“.

ასევე იხილეთ: