მსახიობ ბენედიქტ კამბერბეჩის სახლში შეფ-მზარეული ჯეკ ბისელი დანით შეიჭრა. ბისელი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს, Beaumont-ის ყოფილი შეფ-მზარეულია. "ის მსახიობის ოჯახს ემუქრებოდა" - წერს ჟურნალი The Times. სახლში კამბერბეჩთან ერთად მისი მეუღლე, სოფი და სამი მცირეწლოვანი შვილიც იმყოფებოდა.
მზარეული მათი 3.5 მილიონიანი სახლის ეზოში შეიპარა და ყვიროდა: "ვიცი, რომ აქ გადმოხვედი საცხოვრებლად. იმედი მაქვს, რომ აქაურობა გადაიბუგება",- იმუქრებოდა 35 წლის შეფ-მზარეული. ამის შემდეგ მან მსახიობის ეზოში დარგული მცენარე ამოგლიჯა და ბაღის კედელს ესროლა.
ბისელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ის 250 ფუნტი სტერლინგით დააჯარიმეს. მზარეულს კამბერბეჩის ოჯახთან და მათ საცხოვრებელთან მიახლოება 3 წლით აეკრძალა. გაურკვეველია, როდის მოხდა თავდასხმა, მაგრამ როგორც ირკვევა, ბისელი სასამართლოს წინაშე 10 მაისს გამოცხადდა.
ბისელს მანამდეც ჰქონია ნასამართლეობა ქურდობის, ნარკოტიკებთან და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან დაკავშირებული მიზეზებისთვის, წერს The Times.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა