ავტორი:

10 ყველაზე მოულოდნელი ფაქტი ლავკრაფტსა და მის შემოქმედებაზე

10 ყველაზე მოულოდნელი ფაქტი ლავკრაფტსა და მის შემოქმედებაზე

მწერალი ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი ძალიან არასტანდარტული პიროვნება იყო. პირქუში, ჩაკეტილი, თითქმის არავის ეკონტაქტებოდა და მარტოობაში ცხოვრებას ამჯობინებდა. მისმა უჩვეულო პიროვნებამ ნამდვილად დატოვა კვალი მისსავე შემოქმედებაზე. ლავკრაფტის ნაწარმოებები პირქუში, „ბლანტი“ და ხშირად, შიშის მომგვრელია.

საინტერესო ფაქტები ლავკრაფტის ცხოვრებიდან

ფაქტი #1. მთელი ცხოვრების მანძილზე, მწერალს ერთი და იგივე კოშმარები აწუხებდა, რის შემდეგაც ნახევრად შეშლილ მდგომარეობაში იღვიძებდა. ის ამბობდა, რომ საკმარისია დასძინებოდა, რაღაც ღამის ცხოველები აპკისებური ფრთებით იყვანდნენ და "საზიზღარ პლატოზე" მიჰყავდათ.

ფაქტი #2. ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ახალგაზრდა ჰოვარდი ხშირად იძულებული ხდებოდა სკოლა გაეცდინა. შედეგად, სკოლა მას არასოდეს დაუმთავრებია. უმეტესწილად, თვითონ სწავლობდა და სახლში იჯდა. მას განსაკუთრებით აინტერესებდა ქიმია, ასტრონომია და გოთი მწერლების ნამუშევრები, როგორიცაა ედგარ ალან პო. მას სურდა პროფესიონალი ასტრონომი გამხდარიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ნერვული აშლილობის გამო სკოლიდან წასვლა მოუწია, რისიც ყოველთვის რცხვენოდა. თუმცა, მან არასოდეს დაივიწყა საყვარელი ჰობი.

ფაქტი #3. მწერლის პირველი სერიოზული მოთხრობა - „მხეცი გამოქვაბულში“ 14 წლის ასაკში, ერთ-ერთ უძილო ღამეს შექმნა.

ფაქტი #4. ჰოვარდ ლავკრაფტი იშვიათად ტოვებდა სახლს დღის განმავლობაში. ბავშვობაში სახლს მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ ტოვებდა. ჩვეულებრივ, გვიანობამდე ეძინა, რის გამოც ფერმკრთალი და გამხდარი იყო. დედამ კი მას "გროტესკი" შეარქვა და სთხოვა, სახლში დამალულიყო, რომ ხალხს შემთხვევით არ დაენახა. თუმცა, ლავკრაფტი არც ისე მარტოსული იყო, როგორც თავად ამტკიცებდა. ის ხშირად წერდა წერილებს თავის ნაცნობებსა და სიცოცხლის შუა ხანებში, დაქორწინდა კიდეც. მაგრამ, მისი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა.

ფაქტი #5. მწერლის გვარი (Lovecraft) ინგლისურიდან ითარგმნება როგორც "სიყვარულის ხელნაკეთობა".

ფაქტი #6. ლავკრაფტის ნამუშევრების უნიკალურობამ კრიტიკოსები აიძულა გამოეყოთ ისინი ცალკეულ ჟანრად, სახელწოდებით Lovecraftian horror.

ფაქტი #7. მწერლის ნამუშევრები საფუძვლად დაედო მრავალ ათეულ ფილმს, კომპიუტერულ და სამაგიდო თამაშებს.

ფაქტი #8. ლავკრაფტის გარდაცვალების შემდეგ, მისი ზოგიერთი წიგნი, რომლებიც დაუმთავრებელი დარჩა, დაასრულა სხვა მწერალმა, ავგუსტ დერლეტმა.

ფაქტი #9. ჰოვარდ ლავკრაფტის მშობლები ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდაიცვალნენ. ლავკრაფტს რთული და ტრაგიკული ბავშვობა ჰქონდა. როდესაც მხოლოდ 3 წლის იყო, მამამისი, უინფილდ სკოტ ლავკრაფტი, ფსიქოზის დიაგნოზის შემდეგ გადაიყვანეს ბატლერის თავშესაფარში. ხუთი წლის შემდეგ, 1898 წელს, როდესაც მისი ვაჟი უკვე 8 წლის იყო, ის გარდაიცვალა. სარა სუზან ფილიპს ლავკრაფტი, ჰოვარდის დედა, 1919 წელს იმავე საავადმყოფოში ღრმა დეპრესიის გამო აღმოჩნდა. ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე შვილთან მიმოწერა ჰქონდა.

ფაქტი#10. ჰოვარდ ლავკრაფტი არის ექსცენტრიული მწერალი, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი მიმოწერების ავტორი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მან დაწერა ასი ათასი წერილი, რომელთაგან მესამედი შემორჩა, მაგრამ ეს რიცხვიც კი მას ისტორიაში მეორე ადგილზე აყენებს, ვოლტერის შემდეგ. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც შეიტყო საკუთარი დაავადების შესახებ (ლავკრაფტი გარდაიცვალა ნაწლავის კიბოთი), იგი სიკვდილამდე აწარმოებდა დეტალურ დღიურს, სადაც ასახული იყო სხეულის ყველა ცვლილება.

ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტის მოთხრობების კრებული - „ჰიპნოზი", გამომცემლობა „პალიტრა L”-მა, „პორტალის“ სერიის ფარგლებში გამოსცა. კრებული მწერლის 12 ცნობილ მოთხრობას აერთიანებს: „ჰიპნოზი“, „ჯადოქრების ბუნაგი“, „სიცივე“, „უცნაური მოხუცი“, „მთვარის ჭაობი“, „სიზმრის კედელს მიღმა“, „იდუმალი ხე“, „არტურ ჯერმინი“, „ხუან რომეროს გარდასახვა“, „ბოროტების მსახური“, „რენდოლფ კარტერის ჩვენება“ და „ვერცხლის გასაღები“.

წიგნის შეძენას ,,ბიბლუსის“ ფილიალებში ან „პალიტრა L-ის“ საიტზე საკურიერო მომსახურებით შეძლებთ: https://bit.ly/3LMmFhp

R