უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლას გეგმავენ, თუმცა ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ვიზიტით.
ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Hürriyet-ი ავრცელებს.
როგორც "ჰურიეთის“ კორესპონდენტი ჰანდე ფირათი ამბობს, პრეზიდენტები თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციის შემდეგ ჩავლენ, რომელიც შაბათს, 3 ივნისს გაიმართება.
მედიის ცნობით, ჯერ პუტინი ეწვევა თურქეთს, ხოლო შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკი.
"პუტინი ცალკე საგანგებო ვიზიტით ეწვევა თურქეთს. პუტინის შემდეგ კი თურქეთში უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ჩამოვა. ომი და მარცვლეული იქნება განხილვის მთავარი თემები", - ამბობს ჟურნალისტი.
"დერეფანი განიხილება პუტინისა და ზელენსკის მომდევნო ვიზიტის დროს“, - განაცხადა ჟურნალისტმა. პრეზიდენტების ვიზიტის კონკრეტული თარიღი უცნობია.