"ვაშინგტონი კიევის დანაშაულების მიმართ გულგრილობის დემონსტრირებას ახდენს მისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი, 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პაკეტის გამოყოფით და მის განცხადებებს, რომ თითქოს მხარს არ უჭერს რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის არმიის თავდასხმებს, გროშის ფასიც არ აქვს, - ასე ეხმაურება აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ უკრაინისთვის დახმარების ახალი, 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პაკეტი გამოიყოფა.
"აშშ-ის ხელისუფლება კვლავ ამაყად საუბრობს ფინანსური დახმარებისა და მასალების კიდევ ერთი პარტიის გამოყოფაზე მათი შეშლილი კიეველი მარიონეტებისთვის. ეს ხდება მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში ამერიკის პროტეჟეების მიერ განხორციელებული ტერაქტების შემდეგ.
იმის ნაცვლად, რომ ზელენსკის რეჟიმს პასუხი აგებინოს, ვაშინგტონი დემონსტრაციულად ავლენს გულგრილობას ბანდერელების დანაშაულების მიმართ. თეთრი სახლის საჯარო განცხადებებს იმის შესახებ, რომ ისინი თითქოს მხარს არ უჭერენ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმებს ჩვენი სამშობლოს შუაგულში განხორციელებულ თავდასხმებს, გახვრეტილი გროშის ფასიც არ აქვს“, - აღნიშნა ანტონოვმა.