ხელვაჩაურში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ძმამ ძმა მოკლა. მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. როგორც ცნობილია, მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღოდა.
"ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.