ავტორი:

რა არის ქოუჩინგი?

რა არის ქოუჩინგი?

თანამედროვე სამყაროში ძალზე პოპულარული გახდა ქოუჩინგი. სოც. ქსელში უამრავ ახალბედა თუ გამოცდილ ქოუჩს ვხვდებით ყოველდღიურად, რომლებიც სასარგებლო რჩევებს გვიზიარებენ, უკეთეს მომავალს გვპირდებიან თუ პროფესიის შეცვლას გვთავაზობენ.

თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის, ჯერ კიდევ გაურკვეველია რა არის ქოუჩინგი? ვინ არის ქოუჩი? აქვს თუ არა ქოუჩინგს კავშირი ფსიქოლოგიასთან?

ამ თემებზე ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი - ხათუნა მუზაშვილი გვესაუბრება.

- ქ.ნო. ხათუნა იქნებ განგვიმარტოთ რა არის ქოუჩინგი?

ქოუჩინგს რა საკვირველია აქვს ლექსიკონური განმარტება, რომელიც ასე ჟღერს - „გარკვეული ტიპის პარტნიორული ურთიერთობა კლიენტს და პარტნიორს შორის, რომელიც ორიენტირებულია, კლიენტის მიზნების აღმოჩენასა და მიღწევაზე“, თუმცა ეს ძალიან მშრალი განმარტებაა...

ქოუჩინგი ეს არის კომუნიკაციური ფსიქოლოგიის განშტოება, რომელიც ზოგადად მიდგომებისა და ფასეულობების მთელი ნაკრებია, იგი მოიცავს ურთიერთობას არა მხოლოდ კლიენტთან, არამედ პირველ რიგში საკუთარ თავთან ურთიერთობას, რომლის მიზანიც არის საკუთარი მიზნების მიღწევა,

პრობლემური საკითხის სწორად დანახვის უნარი, სოციუმთან და ახლობლებთან, ურთიერთობის სწორი სტრატეგია და ა.შ.

- შეუძლია თუ არა ქოუჩინგს დაეხმაროს ადამიანს ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებაში?

ქოუჩინგი არ იჭრება ფსიქო თერაპიის გამოყენების არეალში და ქოუჩინგის შემსწავლელ სკოლებში, მკაფიოდ ხდება კლიენტის და პაციენტისგან გამიჯვნა ერთმანეთისგან, თუმცა ყველა ქოუჩმა, რომელიც კერძო პრაქტიკას ეწევა აუცილებლად იცის, რომ სწორი ქოუჩინგური მუშაობის დადებითი გვერდითი მოვლენაა, ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაც.

როდესაც ადამიანს აქვს პრობლემები პირად ცხოვრებაში, არ მოსწონს თავისი სამსახური, არ აკმაყოფილებს თავისი შემოსავალი, არის გადაღლილი და ა.შ. ამ სიტუაციებით გამოწვეული სტრესი, უამრავ არა სასურველ სიმპტომს იწვევს - ადამიანს არ აქვს მოტივაცია, ცუდად სძინავს, თავს გრძნობს უენერგიოდ, ხშირად აქვს თავის ტკივილი, უმადობა ან გამძაფრებული მადა...

როდესაც ქოუჩინგური მუშაობის შედეგად ხდება პრობლემების გადაჭრის გზების აღმოჩენა, შესაბამისად ის თანმდევი სიმპტომებიც ქრება.

- საზოგადოებაში ხშირად უნდობლობას იწვევს ის ფაქტი, რომ ქოუჩინგის შესწავლა ხდება რამდენიმე თვიან კურსებზე. როგორ ფიქრობთ, ასე მოკლე დროში შესაძლოა ადამიანმა ახალი პროფესია აითვისოს?

ჩვენ ვცხოვრობთ 21 საუკუნეში, სადა დრო აჩქარდა😊 40 წლის ასაკისათვის, ადამიანთა 70 % უკვე რამდენჯერმე აქვს გამოცვლილი პროფესია და ხშირად კარიერულად დიდი წარმატების მიღწევა სწორედ იმ პროფესიებს უკავშირდება, რომელიც ადამიანებმა 4-6 თვეში აითვისეს.

დღეს პირველ რიგში ფასდება პიროვნება და მისი უნარები, რომელიც პროფესიონალად ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. საბაზისო ცოდნას + მოქნილი უნარების ქონა-განვითარება, როგორიცაა ემოციური ინტელექტი, ადაპტირების უნარი, კრიტიკული აზროვნების უნარი, ეფექტური კომუნიკაცია, პროდუქტიულობა, სტრეს მენეჯმენტი და ა.შ.

ნამდვილად სწრაფად არის შესაძლებელი მისვლა პროფესიონალიზმამდეც , თუმცა როგორც ყველა ვინც ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა ვერ გახდა ფილოლოგი, ყველა, ვინც ქოუჩინგის სკოლაში ისწავლის, ქოუჩი ვერ გახდება.

- როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თქვენ ხართ ერთ ერთი ქოუჩინგის სკოლის დამფუძნებელი. მოგვიყევით ამ სკოლის შესახებ?

ჩვენი ქოუჩინგის სკოლა 5 წელია არსებობს და ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებით, რომელთა სიახლეებს და წარმატებებსაც ინტენსიურად ვაშუქებთ.

სწავლება მიმდინარეობს 6 თვის განმავლობაში სადაც სხვა და სხვა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროფესიონალი ქოუჩები ასწავლიან.

პროგრამა მაქსიმალურად მორგებულია თანამედროვე რიტმში მცხოვრებ ადამიანებზე, შესაბამისად მისი გავლა შეიძლება როგორც ადგილზე დაწრებით, აგრეთვე სრულად დისტანციურად.

სტუდენტები შეისწავლიან 6 მოდულს - სადაც შესულია ქოუჩინგის ძირითადი სახეობები, როგორიცაა პერსონალური, გუნდური, ჯგუფური და ნლპ ქოუჩნგი. აგრეთვე ფსიქოლოგიის საფუძვლები, პროფესიული ეთიკა და კარიერული დაგეგმარება.

ქოუჩინგის სკოლის ერთ ერთი ძლიერი მხარეა, პრაქტიკის შესაძლებლობა რეალურ კლიენტებთან. ჩვენ 20 წლიანი ფსიქოლოგიური ტრენინგ - ცენტრის ბაზაზე ვმუშაობთ და შესაბამისად ჩვენს კურსდამთავრებულებს, პირადად ჩვენს კლიენტებთან ვუწევთ რეკომენდაციას და კარიერულ წინსვლაშიც ვეხმარებით.

ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციაში გვაქვს ქოუჩინგის მხარდაჭერის პროგრამაც, რომელიც სრულად ორიენტირებულია ახალ კურსდამთავრებული ქოუჩების ცნობადობის გაზრდაზე.

- როგორც ვიცით, თქვენ პერიოდულად გაქვთ ღია კარის დღეები, სადაც საზოგადოებას საინტერესო საკითხებზე ესაუბრებით

დიახ, 1 წლის განმავლობაში 30 მდე ღია კარის დღე ჩავატარეთ. ამჯერად 12 ივნისს 19:00 საათზე ჩვენს სივრცეში გაიმართება ღია შეხვედრა-ტრენინგი „ქოუჩინგის საღამო“. შეხვედრას ჩავატარებ მე - ხათუნა მუზაშვილი და მასზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

დასწრების მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ბმულზე

https://goo.su/qFg88w

12მაისი / 19:00 საათი.

„ქოუჩინგის საღამო“

სულხან ნასიძის 20.

ტელ.595979700

NS