"რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონის განცხადებით, რუსების უკრაინაში ევაკუირების მიზნით ჰუმანიტარულ დერეფანს ხსნის.
"პუტინის სამხედროები აგრძელებენ ბელგოროდის ოლქის ქაოტურ დაბომბვას. ცდილობს რა, როგორმე დაარტყას ჩვენს ძალებს, მტერი, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მიუხედავად, ცეცხლით ფარავს დასახლებებს. იმ საფრთხის გათვალისწინებით, რაც მშვიდობიან მოსახლეობას ემუქრება, უკრაინის სარდლობასთან ბელგოროდის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც რეჟიმის არმიის მხრიდან იბომბებიან, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე შევთანხმდით.
ამიტომ, ყველა, ვისაც დახმარება სჭირდება ნებაყოფლობითი თანხმობით შეიძლება ევაკუირებულ იქნას უკრაინაში და უზრუნველყოფილ იქნას თავშესაფრითა და ყველა ძირითადი საჭიროებით. ამისათვის თქვენ უნდა მიმართოთ „რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონს, ან „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლებს და თავშესაფარი სთხოვოთ“, - აცხადებენ „რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონში.