ავტორი:

"შენ ამას იმსახურებ, ძმაო... შემდეგი Euro 2024-ია" - ფეხბურთის ვარსკვლავების სოცქსელები "კვარამ" "ააფეთქა": როგორ ულოცავენ ქართველს იტალიის ჩემპიონობას?

"შენ ამას იმსახურებ, ძმაო... შემდეგი Euro 2024-ია" - ფეხბურთის ვარსკვლავების სოცქსელები "კვარამ" "ააფეთქა": როგორ ულოცავენ ქართველს იტალიის ჩემპიონობას?

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

"საუკეთესო საუკეთესოთა შორის! კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშეა. გამორჩეული სადებიუტო სეზონით ის იმსახურებს ადგილს სერია A-ს სეზონის გუნდში. " - ვკითხულობთ სერია A-ს "ფეისბუქის" ოფიზიალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

  • ქართველმა შემტევმა 33 მატჩში თავი 12 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რითაც 33 წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში ლომის წვლილი შეიტანა. ქართველი ფეხბურთელის წარმატებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

კვარაცხელიას ამ მიღწევას არაერთი გამოჩენილი სპორტსმენი ულოცავს:

"შესანიშნავია. 22 წლის ასაკში დიდი მიღწევა“ - დაწერა ზაზა ფაჩულიამ თავის ინსტაგრამ გვერდზე.

"შენ ამას იმსახურებ, ძმაო“ - წერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

"ინსპირაცია მილიონებისთვის“ - შოთა არველაძე.

"შემდეგი Euro 2024 - ია“ - აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

კვარაცხელიას წარმატებას კიდევ არაერთი ცნობილი პირი გამოეხმაურა, მათ შორის არიან: იტალიელი ფეხბურთელი ჯოვანი დი ლორენცო, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი კრისტიან ძაკარდო, ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე, ქართველი ძიუდოისტი, ევროპის 3-გზის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

წაიკითხეთ ასევე: