რუსული ხელისუფლების ერთი ვასალი მეორეს ესტუმრა, საგანგაშოა, თუმცა არა გასაკვირი,- ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ბათუმში კადიროველები იმყოფებიან".
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ეს ფაქტი გასაკვირი არ არის, რადგან ივანიშვილის რეჟიმი ვასალური დამოკიდებულებისაა დღევანდელი რუსული ხელისუფლების მიმართ.
“რუსული ხელისუფლების ერთ-ერთი შიდა ვასალის ხალხი ესტუმრა მეორე ვასალს იმ ტერიტორიაზე, სადაც ჯერჯერობით ისინი აკონტროლებენ უსაფრთხოების აპარატს. ეს ფაქტი საგანგაშოა, თუმცა გასაკვირი არ არის”, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, სოციალური ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რუსულნომრიანი ესკორტის გადაადგილება. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ესკორტი ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გარემოცვის წევრს, ჩეჩენ ბიზნესმენ ასლანბეგ ახმედხანოვს ეკუთვნის.