ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებული პრიზი საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
"სამპდორიასთან" სერია A-ს ბოლო ტურის მატჩის წინ, "ნაპოლის" გარემარბს "დიეგო მარადონაზე" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს.
კვარაცხელია "ნაპოლიში" გასული წლის ზაფხულში გადავიდა და პირველივე სეზონში MVP გახდა.
ხვიჩამ ჩემპიონატის 33 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა და თავისი გუნდის მიერ სკუდეტოს მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
სეზონის საუკეთესო მცველის პრიზი კიმ მინ ჯეს გადაეცა, ხოლო საუკეთესო თავდამსხმელის - ვიქტორ ოსიმენს.