ავტორი:

მაიკ პენსი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

მაიკ პენსი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

ამერიკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საარჩევნო ადმინისტრაციაში ორშაბათს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტები შეიტანა. CNBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია ფედერალური საარჩევნო კომისიის დოკუმენტებში.

მაიკ პენსი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს იკავებდა.

პენსი, რომელიც ოთხშაბათს 64 წლის ხდება, ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში და ერთი ვადით ინდიანას გუბერნატორის თანამდებობაზე.