ავტორი:

რატომ ვერ ვუმკლავდებით სტრესს და როგორია მასთან ბრძოლის გზები

რატომ ვერ ვუმკლავდებით სტრესს და როგორია მასთან ბრძოლის გზები

სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ადამიანის ორგანიზმის მიერ სტრესის “მონელების”უნარი დამოკიდებულია იმ ენერგეტიკულ პოტენციალზე, რომელიც ჰქონდა ადამიანს სტრესის მიღებამდე. გარდა ამისა, სტრესზე პასუხი დაკავშირებულია ხასიათის იმ თავისებურებებთან, რომლებიც ყველასათვის ინდივიდუალურია.

უფრო ნათელი რომ გახდეს, მაგალითად მოვიყვანთ კონკრეტულ სიტუაციას. წარმოიდგინეთ ორი ადამიანი. ორივე მათგანმა დაკარგა სამსახური. ერთი მათგანი შემდეგ ამბობს: "დავიღუპე, რა მეშველება!“ მეორე კი ოპტიმისტურად აცხადებს: "დიდი ამბავი, უკეთესს ვიშოვი!“ პირველი პიროვნების რეაქციის ვექტორი მიმართულია რეგრესისკენ, ნევროზისკენ, ხოლო მეორე უმალვე გამოსავლის ძიებას იწყებს და სავსეა იმედით, რომ ყოველივე არა მარტო გამოსწორდება, არამედ გაუმჯობესდება კიდეც.

სტრესის რისკ ჯგუფებს წარმოადგენენ:

  • ქალები, რადგანაც ისინი მამაკაცებზე გაცილებით ემოციურები არიან;
  • მოხუცები და ბავშვები;
  • დაქვეითებული თვითშეფასების მქონე პირები;
  • ექსტრავერტები;
  • ნევროტიკები;
  • ადამიანები, რომლებიც ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს;
  • პირები, რომლებიც სტრესისადმი გენეტიკურად არიან განწყობილნი.

სტრესის დროს ორგანიზმში მიმდინარეობს ბიოქიმიური პროცესების წყება, რომლებიც უეცრად აღმოცენდება და მალევე უბრუნდება ნორმას.

სტრესი ხანმოკლე მოვლენაა, ის ნებისმიეი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სტრესი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა მოკლე ხნით პიროვნების ცხოვრების ხარისხს აუარესებს. მართალია, არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ ფაქტორის ზემოქმედებით ადამიანს შეიძლება სტრესზე მწვავე რეაქცია განუვითარდეს, მაგრამ ეს დიდი იშვიათობაა.

ტემპერამენტის მიხედვით ჰიპოკრატემ ადამიანთა ოთხი კონსტიტუციური ტიპი გამოყო: სანგვინიკი, მელანქოლიკი, ქოლერიკი და ფლეგმატიკი. ეს ოთხი ტიპი სტრესულ სიტუაციებს განსხვავებულად აღიქვამს და მათდამი განსხვავებულ რეაქციებს ავლენს. სანგვინიკები არიან

"ტანადნი, ახოვანნი, გარეგნულად მშვენიერნი, ვაჟკაცნი, თავაზიანნი,

ხალისიანნი, ალერსიანნი”, მაგრამ მოკლებული არიან ამტანობასა და

შრომის სიყვარულს. მელანქოლიკები სანგვინიკების საპირისპირო ტიპები არიან, ახასიათებთ ნაღვლიანობა, მელანქოლია, სევდა, მწუხარება.

ქოლერიკები "ხორცით ძლიერნი, ხმელხმელნი, კარგად გამონაკვთული ტანით, ენერგიულნი და მხნენი, ქცევით ამაყნი, ქედმაღალნი, გულცივნი, მეომრული სულის მქონე, ნიჭიერი და ხელოვნების მოყვარული.“

ადამიანები არიან, ფლეგმატიკები - ქოლერიკთა საპირისპირონი: "მოდუნებულნი, ძილისკენ მიდრეკილნი, არაგონებამახვილები, შრომასა და ხელოვნებაში მოუქნელნი. მაგალითად, სტრესი შედარებით ნაკლებად ერევა სანგვინიკებსა და ქოლერიკებს, შესაბამისად, მათთვის უცხოა დეპრესიული

მდგომარეობა. იმავეს ვერ ვიტყვით მელანქოლიკებსა და ფლეგმატიკებზე _ სტრესით გამოწვეული დეპრესიითა და სხვა სახის ფსიქოემოციური

მოშლილობით დაავადებულთა დიდ ნაწილს სწორედ ასეთი ტემპერამენტის ადამიანები შეადგენენ.

სტრესთან ბრძოლის გზები

სტრესის მკურნალობა გულისხმობს ხანმოკლე და მცირე მედიკამენტურ ჩარევას და ფსიქოლოგიურ სერვისს - ფსიქოლოგიურ დახმარებას.

გარდა ამ ღონისძიებებისა, ძალზე მნიშვნელოვანია ადამიანების ურთიერთთანადგომა და თანაგრძნობა. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ჩამოთვლილ მედიკამენტურ და არამედიკამენტურ ღონისძიებებთან ერთად, სტრესთან გამკლავებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ის სულიერი სიმშვიდე, რომელიც მორწმუნისთვის მოძღვართან, საკუთარი აღმსარებლობის სასულიერო პირთან ურთიერთობას მოაქვს.

ჯანმრთელობა ადამიანების ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ღირებულებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი მიზეზის გამო, მას სათანადოდ ვერ/არ ვუფრთხილდებით და უფრო მეტიც, ხშირად უდიერადაც ვექცევით. ასევე, არის სამედიცინო განათლების ნაკლებობის პრობლემა საზოგადოებაში. დიდ ნაწილს არ აქვს ელემენტარული ცოდნა სწორი სამედიცინო დახმარების შესახებ, რასაც ემატება ხალხში გავრცელებული მითები და არასწორი მკურნალობის მეთოდები.

სტრესის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ "8 წიგნი ჯანმრთელობაზე“ - მეშვიდე ტომში, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია როგორც "ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში, ასევე პრესის გავრცელების წერტილებში.

გამომცემლობა "პალიტრა L“-მა “ სამედიცინო წიგნების სერია - "8 წიგნი ჯანმრთელობაზე" გამოსცა, რომლებიც პოპულარული ენით არის დაწერილი და მოიცავს სხვადასხვა დაავადების მიზეზებსა და სიმპტომებს, მკურნალობის თანამედროვე მეთოდებსა და პრაქტიკულ რჩევებს. ეს სერია დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორ მართოთ საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა 21-ე საუკუნეში.

სერიის მეშვიდე ტომი ეძღვნება ნევროლოგიის, ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის საკითხებს. მკითხველისთვის გასაგებ ენაზეა მოთხრობილი რთული სამედიცინო პრობლემები. წიგნში მიიღებთ სრულფასოვან, ამოუწურავ ცნობებს ყველაზე გავრცელებული დაავადებების მიზეზების, სიმპტომების, შესაძლო გართულებების, მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ.

ტომეულის შეძენას ასევე შეძლებთ ონლაინ, საიტზე: palitral.ge

R