ავტორი:

NAMI8 ჯანსაღი ცხოვრების კვალდაკვალ - წყლის სმის ახალი კულტურა საქართველოში

NAMI8 ჯანსაღი ცხოვრების კვალდაკვალ - წყლის სმის ახალი კულტურა საქართველოში

სუფთა წყლის მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, მით უფრო, რომ ყოველდღიურად 1,5-დან 2 ლიტრამდე სითხის მიღებაა რეკომენდებული. ყოველდღიურად მავნე ნივთიერებებითა და ქიმიკატებით დაბინძურებული წყლის მიღებამ კი შეიძლება, ჯანმრთელობის პრობლემები შეგვიქმნას.

თუ ჩვენს საცხოვრებელ გარემოში წყლის ეკოლოგიურ სისუფთავესთან დაკავშირებით ეჭვი გვეპარება ან არ გვსურს, ის სასმელად პირდაპირ ონკანიდან მოვიხმაროთ, ამ პრობლემის გადაწყვეტის მარტივი გზა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მსგავსად უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. კერძოდ, წყლის ფილტრაციის კომპაქტური დანადგარი საშუალებას მოგვცემს, რისკებისა და ზედმეტი დანახარჯების გარეშე სახლში ყოველთვის გვქონდეს მავნე ნივთიერებებისა და ქიმიკატებისგან გაფილტრული, სასიამოვნო გემოვნური თვისებების მქონე წყალი, რომელსაც ოჯახის ყველა წევრი მოიხმარს, მათ შორის, ბავშვებიც, რომელთათვისაც ეკოლოგიურად სუფთა საკვებისა და სასმელის მიწოდება აუცილებლობას წარმოადგენს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ALMA-მ ფილტრაციის აპარატს დაამატა საბავშვო რეჟიმიც, რაც საშუალებას იძლევა, წყლის ტემპერატურა ისე დარეგულირდეს, რომ ჩვილებისთვის ფაფის ან რძის ნარევის მომზადება იყოს შესაძლებელი. აღნიშნული ფუნქცია ბავშვის მოვლას კიდევ უფრო ამარტივებს და რაც მთავარია, ფილტრაციის ფუნქციის გამო, მის ჯანმრთელობაზე უკეთ ზრუნვის საშუალებას იძლევა.

ასევე, რისკებისგან თავის დასაზღვევად, საოჯახო აპარატს ახლავს ცხელი წყლის ღილაკების დაბლოკვის ფუნქცია, რაც ბავშვების მოულოდნელი დამწვრობისგან დაცვას ემსახურება.

ALMA-ს დანადგარი საქართველოში NAMI8-მ შემოიტანა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. როგორც კომპანიაში განმარტავენ, დანადგარის მონტაჟი და მიწოდება უფასოა და დამატებით სერვისებში სრული ტექნიკური მომსახურებაც არის გათვალისწინებული:

„ბარების მოვლას უზრუნველყოფს NAMI8-ს მაღალკვალიფიციური ტექნიკური ჯგუფი, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, არ იღელვონ ფილტრის დროულად შეცვლასა და აპარატის გამართულობაზე. თითოეული მომხმარებლის შემთხვევაში, ტექნიკური ჯგუფი თავად იქნება ინფორმირებული, როდის ესაჭიროება დანადგარს სერვისი და ვიზიტს განახორციელებს“, - განმარტეს NAMI8-ში.

როგორ ფილტრავს წყალს ALMA-ს დანადგარი?

ALMA-ს ფილტრაციის 6 საფეხურიანი სისტემა რამდენიმე წამში სითხიდან გამოდევნის მინარევებს, დამაბინძურებლებსა და ელემენტებს და საოჯახო ბარიდან უკვე ორგანიზმისთვის უსაფრთხო წყალს გვაწვდის.

წყლის გამწმენდი მინი ბარი სახლისთვის შიდა ჭკვიანი ფილტრაციის სისტემით საშუალებას გვაძლევს, მოვიხმაროთ ცხელი, ცივი თუ ოთახის ტემპერატურის ეკოლოგიურად სუფთა წყალი. დანადგარზე სენსორების მეშვეობით ტემპერატურას თავად ვარეგულირებთ, რაც დროის დაზოგვის საშუალებასაც გვაძლევს.

წყლის გამწმენდი ბარის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აგარაკებზე, სადაც წყლის მარაგს ძირითადად, ჭიდან, წყაროდან ან მდინარიდან ვიღებთ. რადგანაც ისინი ბუნებრივი წყალმომარაგების საშუალებას წარმოადგენს მათი უსაფრთხოების დაცვა შედარებით უფრო რთულია, შესაბამისად, თუ სასმელად მოვიხმართ, რეკომენდებულია, წყლის ფილტრაციის საშუალება გამოვიყენოთ. NAMI8-ს მიერ შემოთავაზებული წყლის ფილტრაციის საშუალებები იდეალურია სწორედ ამგვარი შემთხვევებისთვის, როცა წყლის უსაფრთხოებაში დარწმუნებულები არ ვართ, რაც როგორც აღვნიშნეთ, განსაკუთრებით აგარაკებზე გამოწვევას წარმოადგენს.

NAMI8 გეგმავს, გაფილტრული წყლის მოხმარების პრაქტიკა საქართველოში აქტიურად დაამკვიდროს, რაც შეამცირებს სხვადასხვა ინფექციის რისკებს და თავს უფრო უსაფრთხოდ გვაგრძნობინებს.

ცოტა რამ NAMI8-ს შესახებ: კომპანია ებრაული ჰოლდინგის Tsur Group-ის შვილობილია. ის ბუნებისა და ტექნოლოგიების გაერთიანებით, ცალკეულ მომხმარებლებსა და ბიზნესებს უახლესი ტექნოლოგიის ინოვაციურ წყლის დისპენსერებს სთავაზობს. NAMI8-ს იდენტობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია თავად ბრენდის სახელს და მის გზავნილს: ნამის წვეთები არის ყველაზე წმინდა და სუფთა სახის წყალი ბუნებაში, ხოლო 8 როგორც უსასრულობის ნიშნის სიმბოლურ გამოხატულებად, ისე წყლის აორთქლებისა და შემდეგ დედამიწაზე უკან დაბრუნების სიმბოლოდ შეიძლება აღვიქვათ.

NS