რუსული არმიის მიერ დაკავებული კინბურნი გარესამყაროს მთლიანად მოწყვეტილია, რადგან დაიტბორა გზა, რომელიც ნახევრკუნძულს სხვა დასახლებულ პუნქტებთან აკავშირებდა.
ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო საწარმო "უკრაინის ტყეების“ სამხრეთ ოფისი ავრცელებს.
კინბურნი უკრაინის მიკოლაივის რეგიონში ერთადერთი ადგილია, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა.
"სოფელ გეროისკოეს მიმდებარედ, გზა, რომელიც ნახევარკუნძულს დანარჩენ სამყაროსთან აკავშირებდა, მთლიანად დაიტბორა - კინბურნი მოწყვეტილია", ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
გასულ წელს უკრაინული ძალების მიერ ხერსონის განთავისუფლებისთანავე, საუბარი კინბურნის გათავისუფლებაზე მიდგა. თუმცა, შემდგომში საჯარო სივრცეში არსებული ვითარების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ გავრცელებულა.