ავტორი:

"რუსებმა დონეცკის ოლქში მთელი ოჯახი დახოცეს, მათ შორის 4 წლის ბავშვი" - უკრაინის გენერალური პროკურატურა

"რუსებმა დონეცკის ოლქში მთელი ოჯახი დახოცეს, მათ შორის 4 წლის ბავშვი" - უკრაინის გენერალური პროკურატურა

დონეცკის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა 4 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუა მოკლეს, დაშავდა კიდევ 4 ბავშვი, რომელთა ასაკი 3, 4, 9 და 13 წელია. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე და დონეცკის ოლქის გუბერნატორზე, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

"დონეცკის ოლქში ოკუპანტების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მთელი ოჯახი : ბაბუა, მამა და შვილი დაიღუპა და კიდევ ოთხი ბავშვი დაშავდა. ქალაქ უკრაინსკის საცხოვრებელ უბნებს სავარაუდოდ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. 3, 4, 9 და 13 წლის კიდევ ორმა გოგონამ და ორმა ბიჭმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავები წინასწარ გამოძიებას ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე აწარმოებენ. ამასთან, რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დონეცკის ოლქში 2 კერძო სახლი და 14 მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა.