ავტორი:

მსოფლიოს ყველაზე საშიში ვულკანი, 485 წლის შემდეგ, ამოფრქვევის ზღვარზეა - "მისი სიძლიერე ვეზუვისას გაუთანაბრდება, რომელმაც პომპეი და ჰერკულანუმი გაანადგურა"

მსოფლიოს ყველაზე საშიში ვულკანი, 485 წლის შემდეგ, ამოფრქვევის ზღვარზეა - "მისი სიძლიერე ვეზუვისას გაუთანაბრდება, რომელმაც პომპეი და ჰერკულანუმი გაანადგურა"

ვულკანი კამპი ფლეგრეი („დამწვარი ველი“) სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლის დასავლეთით მდებარეობს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში მოქმედი ვულკანია. იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი (INGV) უკვე წლებია ყურადღებით აკვირდება მის მდგომარეობას.

2012 წლის დასაწყისიდან პოზუოლის რეგიონში ვულკანის ზედაპირი წელიწადში დაახლოებით 6 სმ-ით იზრდება, რადგან გაზი ზრდის წნევას მაგმაში, რაც იწვევს მიწის ზედაპირის გამობურცვას და დეფორმაციას - ეს კი ვულკანოლოგებს შეშფოთების საბაბს აძლევს.

მათივე ვარაუდით, თუ ვულკანი ამოიფრქვევა, მისი სიძლიერე ვეზუვისას გაუთანაბრდება, რომელმაც 79 წელს პომპეი და ჰერკულანუმი გაანადგურა. თუმცა, იმის გარანტიას, რომ ეს მალე მოხდება მეცნიერები არ იძლევიან, რადგან ვულკანს ამოფრქვევამდე რამდენიმე ათწლეული სჭირდება - ამოფრქვევას შეიძლება წინ უსწრებდეს შედარებით სუსტი სიგნალები, როგორიცაა მიწის ამაღლება და მიწისძვრები.

კამპი ფლეგრეი სუპერვულკანების რიცხვს განეკუთვნება. ბოლოს იგი 485 წლის წინ, 1538 წელს ამოიფრქვა...წყარო