ავტორი:

"ირანი რუსეთს იარაღისა და საბრძოლო მასალების მუდმივი ნაკადით უზრუნველყოფს" - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

"ირანი რუსეთს იარაღისა და საბრძოლო მასალების მუდმივი ნაკადით უზრუნველყოფს" - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ დაადანაშაულა ირანი რუსეთისთვის საბრძოლო მასალების მიწოდებაში, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.

“ირანი უზრუნველყოფს რუსეთს იარაღისა და საბრძოლო მასალების მუდმივი ნაკადით, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინაში სამოქალაქო პირების მკვლელობისთვის ”, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და მისმა პარტნიორებმა უკვე დაუწესეს სანქციები „სიკვდილის მომტანი იარაღის ვაჭრობის“ პასუხისმგებელ პირებს, და “ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ალიანსმა პასუხი აგოს ჩადენილისთვის”.

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამის სანაცვლოდ რუსეთისგან ირანი იღებს მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობას სამხედრო მიზნებისთვის, და ასევე, ფინანსურ მხარდაჭერასა და კონსულტაციებს, რაც ირანის რეჟიმს შეუძლია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების დაშინებასა და პროტესტების ჩახშობისთვის გამოიყენოს.