ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი შონ პენი საქართველოს სტუმრობს. მსახიობი ფესტივალ ZEG-ის ფარგლებში ჩამოვიდა და ფესტივალზე ოკუპაციისა და უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა.
ჩვენს ქვეყანაში ვიზიტისას ის გაეცნო რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებს, იმას, თუ რა გამოიარა საქართველომ აფხაზეთის ომში.
ვიზიტის ფარგლებში, რეჟისორს მთაწმინდაზე, "აჭარა გრუპის" პავილიონში ქართული სუფრით უმასპინძლეს, სადაც სტუმრებს გიორგი უშიკიშვილმა სხვა შემსრულებლებთან ერთად ქართული მრავალხმიანობის ერთ-ერთი შედევრი "ოროველა" შეუსრულა.
ამასთან დაკავშირებით მომღერალი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"შონ პენთან ვიმღერეთ და სიმღერა კი მოეწონა ყველას, მადლობა, მაგრამ წამოვიდა შენიშვნები. ნუ, აბა ისე როგორ იქნებოდა:
1. რა თავზე დაადგნენ
2. კაცს საჭმელი მაინც ეჭამა და მერე ემღერათ
3. სუფრასთან მაინც დაესვათ მომღერლები
4. რა ყურში ჩაყვირიან
5. შონ პენს არაფერი ეტყობოდა, რომ მოეწონა სიმღერა
6. რამე სხვა სიმღერა ემღერათ, უფრო ხმამაღალი.
მოკლედ, ვისაც ეს კითხვები აწუხებს, გეტყვით, რომ სუფრასთან ვისხედით მთელი 2 საათი. შონ პენი უკვე ნაჭამი იყო, "ოროველა" რომ ვიმღერეთ. სხვა ბევრი სიმღერაც ვიმღერეთ დაჯდომილი და ყურში რომ არ ჩაგვეყვირა, ამიტომ ვიმღერეთ ოროველა. თავზე დავადექით იმიტომ, რომ უკრაინის სადღეგრძელო დალია და მისივე თხოვნით ახლოს მივედით და დაღუპული გმირების საპატივსაცემოდ ვიმღერეთ. ახლა თავად არ შეწუხებულა ჩვენი იქ ყოფნით და ნუ გადაირევით მის მაგივრად და ბოლოს, ვისაც გონია, რომ შონ პენს არ მოეწონა, დაგველოდეთ! ყურთან უფრო ახლოს ვაპირებთ სიმღერას", - წერს გიორგი უშიკიშვილი.
ასევე იხილეთ: