საყვარელ მწერალთან შეხვედრა მკითხველისთვის ყოველთვის ძალიან ემოციური და ამაღელვებელი მოვლენაა. მათი გული სიხარულითა და მღელვარებით ივსება, როდესაც ხვდებიან იმ ნაწარმოებების შემქმნელს, რომელიც მათ შთააგონებს და ღრმა გრძნობებს ეხება. ასეთ მომენტში მკითხველს აქვს უნიკალური შესაძლებლობა ჩაიძიროს სიტყვებისა და იდეების სამყაროში, გაეცნოს უშუალოდ შემოქმედებით პროცესს და მოისმინოს ავტორის ისტორიები და აზრები, რომლებიც იმალება მისი ნაწერის მიღმა. ასევე, მოისმინოს პასუხები კითხვებზე, რომლებიც მწერლის წიგნებთან, ან თავად მწერალთან მიმართებით აინტერესებდა.
საუბარი ლიტერატურაზე ჭიქა ჩაის თანხლებით - მწერალთან კონტაქტის განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის, რაც ამ მომენტს განსაკუთრებულად და დაუვიწყარად აქცევს. ეს გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ახალი პროექტია - „ფინჯანი ჩაი ავტორთან“, რომელიც მკითხველისა და თანამედროვე ავტორების შეხვედრებს მოიცავს.
პროექტი უკვე დაიწყო და პირველი შეხვედრა ქართველ მწერალთან - ნიკოლოზ ტოტოღაშვილთან, „ბიბლუსის“ კაფე „პიატოში“ გაიმართა, რომელიც კანდელაკის 7 ნომერში მდებარეობს. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ტოტოღაშვილი „პალიტრა L”-მა ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ ფარგლებში აღმოაჩინა. ის ამჟამად 5 წიგნის ავტორი გახლავთ.
შეხვედრას, რომელსაც „პიატომ“ უმასპინძლა, ქართველი მკითხველი დაესწრო. ავტორმა ახალი წიგნის „რატომ კვდებიან კუპიდონები“ შესახებ ისაუბრა და თავის მკითხველს ავტოგრაფებიც უსახსოვრა.
პროექტი - „ფინჯანი ჩაი ავტორთან“ აუცილებლად გაგრძელდება და ქართველ მკითხველს მათ საყვარელ ავტორებთან შეახვედრებს. თვალი ადევნეთ გამომცემლობა „პალიტრა L”-ის „ფეისბუქის“ გვერდს და დაელოდეთ თქვენს ფავორიტ მწერალთან შეხვედრის დღეს.
R