TV25 - ის ცნობით, ამ ცოტა ხნის წინ ტრაგედია დატრიალდა ქობულეთში, სადაც სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, 35 წლამდე ასაკის კაცი დაიღუპა. ტრაგედია რუსთაველის ქუჩის 136 ნომერში მოხდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში TV25.GE-ის უთხრეს, რომ ადგილზე მისულ ჯგუფს, მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა.
ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.