ბელგიელმა მამაკაცმა ოჯახისა და მეგობრებისთვის "ჭკუის სწავლების" მიზნით, საკუთარი სიკვდილი გაითამაშა, დაკრძალვაზე კი შვეულმფრენით გამოცხადდა.
"ტიკტოკერმა" დევიდ ბერტენმა ცოლ-შვილთან პირი შეკრა და საკუთარი გარდაცვალების შესახებ ახლობლები მოატყუა, რათა გაეგო, ვის ადარდებდა მისი ბედი.
მამის გარდაცვალების ამბავი ბერტენის ქალიშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა:
"მშვიდად განისვენე, მამიკო. ყოველთვის მემახსოვრები. რატომაა ცხოვრება ასეთი უსამართლო? რატომ მაინცდამაინც შენ?! ბაბუა უნდა გამხდარიყავი, მთელი ცხოვრება წინ გქონდა", - წერდა გოგონა.

@el.tiktokeur2 Tu nous as eu on t aime mon ami on est content que tu es parmis nous ❤️❤️#pourtoii #fyp #fypシ @Ragnar_le_fou ♬ son original - Thomas faut

"დასაფლავებას" ათობით ადამიანი ესწრებოდა. ისინი დაკრძალვის ცერემონიის დაწყებას ელოდნენ, როცა შვეულმფრენი დაეშვა და იქიდან "გარდაცვლილი" მამაკაცი გადამღებ ჯგუფთან ერთად გადმოვიდა.
დასაფლავებაზე მისულთა ნაწილი ცდილობდა "მკვდრეთით აღმდგარ“ მამაკაცს ჩახუტებოდა, ნაწილი კი ადგილზე გაშეშდა და ვერ გაერკვიათ, რა ხდებოდა. რამდენიმე მეგობარი გაუბრაზდა კიდეც ბერტენს, რაზეც კაცმა მიუგო, რომ არ მოსწონდა ის, თუ როგორ ექცეოდნენ ახლობლები და მეგობრები და ამან უბიძგა ასეთი საქციელისკენ.
"არასდროს არაფერზე მეპატიჟებიან. აღარავინ მნახულობს. ყველანი დავცილდით ერთმანეთს. თავს დაუფასებლად ვგრძნობდი, ამიტომაც გადავწყვიტე მათთვის ცხოვრებისეული გაკვეთილი მესწავლებინა და მეჩვენებინა, რომ არ უნდა დაელოდო ადამიანის გარდაცვალებას, რათა მის სანახავად წახვიდე", - ამბობს ბერტენი.
ამ უცნაური დღის შემდეგ, ბერტენმა განაცხადა, რომ ის ახლობლებიც კი, რომლებიც დასაფლავებაზე არ მისულან, "ტიკტოკზე" მისი ვიდეოს ნახვის შემდეგ დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს.
ბერტენი ამბობს, რომ ასეთი დასასრულის გამო, ის თავს გამარჯვებულად გრძნობს.
წყარო: nypost
მოამზადა: ანა სიბოშვილმა