ავტორი:

გუსტავ კლიმტის ბოლო ნამუშევარი შესაძლოა, 80-მილიონად გაიყიდოს

გუსტავ კლიმტის ბოლო ნამუშევარი შესაძლოა, 80-მილიონად გაიყიდოს

ცნობილი ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვრის, გუსტავ კლიმტის უკანასკნელი ნამუშევარი "ქალი მარაოთი“ შესაძლოა, 80-მილიონ დოლარად გაიყიდოს - ევროპული აუქციონის ისტორიაში ეს ყველაზე მაღალი შეფასებაა. აუქციონზე მას გასაყიდად თვის ბოლოს, ლონდონში წარადგენენ.

ნახატი ავსტრიელი მხატვრის სტუდიაში, მისი გარდაცვალების შემდეგ, 1918 წელს წელს იპოვეს. აღსანიშნავია, რომ იგი ჯერ კიდევ კერძო მფლობელობაშია.

ნამუშევარი ადრე ავსტრიელ მრეწველს, ერვინ ბოჰლეს ეკუთვნოდა, მოგვიანებით კი კოლექციონერმა როდულფ ლეოპოლდმა შეიძინა, რომელმაც იგი ამჟამინდელ მფლობელს 12-მილიონ დოლარად მიჰყიდა.

გუსტავ კლიმტი იმ მხატვრების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ნახატები ყველაზე ძვირადაა შეფასებული. მის მიერ შესრულებული "ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი" 2006 წელს $135 მილიონად გაიყიდა.