ავტორი:

"ჩვენ გვჭირდება საქართველოდან მომავალი პოზიტიური, კონსტრუქციული სიახლეები" - პაველ ჰერჩინსკი

"ჩვენ გვჭირდება საქართველოდან მომავალი პოზიტიური, კონსტრუქციული სიახლეები" - პაველ ჰერჩინსკი

"ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ საქართველოს აღქმა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ასევე ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში, ეს არის ჩვენი საერთო მიზანი და ჩვენი მხრიდან ვეცდებით ვითანამშრომლოთ საქართველოს ხელისუფლებასთან და მხარი დავუჭიროთ მთავრობას, რათა შეიქმნას ძალიან პოზიტიური ატმოსფერო, რომელიც დაეფუძნება 12 პრიორიტეტის განხორციელებას, ისევე როგორც საქართველოს საერთო აღქმას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და მნიშვნელოვანი პროგრესიც მიღწეულია, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს დაუსრულებელი საკითხები.

„შარშან, როდესაც ევროპულმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა მიენიჭებინათ, მათ ასევე შეათანხმეს 12 პრიორიტეტი, 12 საკითხი, სადაც საქართველომ უნდა გააძლიეროს რეფორმები. მუშაობა მიმდინარეობს, უკვე ბევრი რამ არის მიღწეული. მინდა მივულოცო მთავრობას ბევრი რეფორმა, ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც უკვე მიღებულია, მაგრამ ზოგიერთი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დაუსრულებელია და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ პროგრესს დავინახავთ და ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მეტი პროგრესი იქნება მიღწეული 12 პრიორიტეტის განხორციელების კუთხით. ამავდროულად, ჩვენ ასევე გვჭირდება საქართველოდან მომავალი პოზიტიური, კონსტრუქციული სიახლეები, ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ საქართველოს აღქმა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ასევე ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში, ეს არის ჩვენი საერთო მიზანი და ჩვენი მხრიდან ვეცდებით ვითანამშრომლოთ საქართველოს ხელისუფლებასთან და მხარი დავუჭიროთ მთავრობას, რათა შეიქმნას ძალიან პოზიტიური ატმოსფერო, რომელიც დაეფუძნება 12 პრიორიტეტის განხორციელებას, ისევე როგორც საქართველოს საერთო აღქმას“, - აღნიშნა ელჩმა.