ავტორი:

საქართველოს და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა იწყება, რომელსაც ქართული კომპანია E60 Shipping Line განახორციელებს

საქართველოს და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა იწყება, რომელსაც ქართული კომპანია E60 Shipping Line განახორციელებს

სიახლე გადაზიდვების სფეროში, რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით დაპირიქით, 27 ივნისიდან საბორნე მიმოსვლა დაიწყება. კონსტანცას და ფოთისნავსადგურებს შორის სწრაფმავალი ბორანი იმოძრავებს. ეს საქართველოსა და ევროპისდაკავშირების ყველაზე სწრაფი და მარტივი საშუალებაა. აღნიშნული ბორანი არისსატვირთო-სამგზავრო ტიპის და მას, სატვირთო ავტომობილების და კონტეინერებისგადაზიდვის გარდა, მსუბუქი ავტომობილების და მგზავრთა გადაყვანისშესაძლებლობაც აქვს.

190 მეტრიანი ბორანი სახელწოდებით “Vilnius”-ი, რომელიც ქართულმა კომპანია E60Shipping Line-მა დაფრახტა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საგზაო მარშრუტის -E60-ის შავ ზღვაზე გამავალ მონაკვეთს მოემსახურება, რითიც ეს მარშრუტი ბოლომდეშეიკვრება, რაც არ მომხდარა მისი არსებობის დღიდან.

გარდა ამისა, აღნიშნულ მარშრუტზე ბორნის ოპერირება გაცილებით გაამარტივებსსაავტომობილო გადაზიდვებს საქართველოდან ევროპის მიმართულებით და პირიქით.გემს დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად მხოლოდ 42 საათი დაჭირდება და ამდროის განმავლობაში, მგზავრებს და მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა განთავსდნენკომფორტულ კაიუტებში და ისარგებლონ ბორტზე არსებული რესტონით, ბარით,გასართობი სივრცით და Duty Free მაღაზიით.

ბორნით გადაზიდული ტვირთი, ორივე ქვეყნის საბაჟო პროცედურებს მაქსიმალურადსწრაფად გაივლის, როგორც ეს ამ წლის დასაწყისში შეთანხმდა რუმინელი საბაჟოწარმომადგენლების ვიზიტისას საქართველოში.

ფოთი - კონსტანცას საბორნე ხაზი, უმოკლესი გზაა კავკასიის და შუა აზიის ქვეყნებისევროპასთან დასაკავშირებლად, მას ალტერნატივა არ აქვს და დიდი მნიშვნელობისმქონეა ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. მის გამართულად მუშაობას გადამწყვეტიმნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური შუა კორიდორის არსებობისა და განვითარებისთვის.

„ჩვენს მიერ ოპერირებული რეგულარული საბორნე მიმოსვლა ძალიან მნიშვნელოვანისიახლეა გადამზიდავებისათვის და ზოგადად სატრანსპორტო სექტორისთვის“ - ამბობსკომპანიის მმართველი პარტნიორი შალვა წაქაძე. „ამ მარშრუტის შექმნით დამნიშვნელოვანი კავშირის დამყარებით ჩვენ ხელს ვუწყობთ ვაჭრობისა დათანამშრომლობის განვითარებას ჩვენს რეგიონსა და ევროპას შორის და ასევე ვდგამთუაღრესად მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დასაახლოებლად ევროპასთან“.

E60 Shipping Line არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრიკომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები - Inex Group,საერთაშორისო ფინანსური, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული სერვისები.

E60 Shipping Line-ის შესახებ დეტალური ინფრომაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს www.e60shipping.com

R