ავტორი:

ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ჯვრის მონასტერზე - რას წერს აშშ-ის საელჩო: "ამ მსოფლიო ძეგლში გაერთიანებულია საქართველოს ისტორია და მისი ხალხის მტკიცე სული"

ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ჯვრის მონასტერზე - რას წერს აშშ-ის საელჩო: "ამ მსოფლიო ძეგლში გაერთიანებულია საქართველოს ისტორია და მისი ხალხის მტკიცე სული"

აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი, რესპუბლიკელი ბრაიან პ. კემპი საქართველოში იმყოფება. აშშ-ის საელჩოს თანახმად, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედი ამერიკელი გუბერნატორი სტუმრობს საქართველოს. საელჩოს ცნობით, ვიზიტის მიზანია, განამტკიცოს სტრატეგიული პარტნიორობა ევროპულ ინდუსტრიებთან ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობის გზით.

ვიზიტის დროს, ბრაიან კემპი ჯვრის მონასტრის ისტორიას გაეცნო, რომლის კიდევ მრავალი საუკუნით შენარჩუნების პროექტი აშშ-ის მთავრობამ ნახევარ მილიონ დოლარზე მეტით დააფინანსა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის საელჩო წერს და საქართველოში მყოფ ტურისტებს ჯვრის მონასტრის მონახულებისკენ მოუწოდებს:

"საქართველოში მოკლე ვიზიტისას სტუმრებს აუცილებლად ვურჩევთ ჯვრის მონასტრის მონახულებას, ვინაიდან კულტურული მემკვიდრეობის ამ მსოფლიო ძეგლში გაერთიანებულია საქართველოს ისტორია და მისი ხალხის მტკიცე სული. დღეს ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი გაეცნო ჯვრის ისტორიას, რომლის კიდევ მრავალი საუკუნით შენარჩუნების პროექტი აშშ-ის მთავრობამ ნახევარ მილიონ დოლარზე მეტით დააფინანსა.“ - ნათქვამია განცხადებაში.