წალკაში, მიუსაფარი ძაღლის მოკვლის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ძაღლს მოქალაქემ ჯერ ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა, ძაღლს მიუახლოვდა და სავარაუდოდ, კვლავ ესროლა.