საქართველოში წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელის - "ბიბლუსის“ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტის - "ბიბლუსი მომავლისთვის“ ფარგლებში, აფხაზეთის #22 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკა მოეწყო. სკოლა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
პროექტი "ბიბლუსის“ სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში ხორციელდება. მისი პირველი ეტაპი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 1-ელ ივნისს ჩატარდა და რამდენიმე აქტივობას მოიცავდა. ერთ-ერთი აქციის თანახმად, მთელი ქსელის მასშტაბით გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხის 5% ავტომატურად ირიცხებოდა აფხაზეთის სკოლაში ბიბლიოთეკის მოწყობისთვის განკუთვნილ ფონდში. როგორც "ბიბლუსში“ განმარტავენ, აქციის ფარგლებში ჯამში 6 000 ლარამდე თანხა შეგროვდა, რაც სრულად მოხმარდა სკოლის ბიბლიოთეკის განახლებას.
"ბიბლუსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელის ანი ასათიანის თქმით, მათ სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში დაწყებული აქტივობა, რომლის მთავარი გმირებიც მომხმარებლები იყვნენ, ბოლომდე მიიყვანეს:
"სწორედ 1-ელ ივნისს დაწყებული პროექტი განვახორციელეთ ბოლომდე და "ბიბლუსი მომავლის“ ფარგლებში ვაპირებთ, რომ კვლავ გავაგრძელოთ ასეთი კამპანიები“, - აღნიშნა ანი ასათიანმა.
სკოლისთვის ახალი ლიტერატურის გადაცემის ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია. მან "ბიბლუსს“ ბიბლიოთეკის მოწყობისთვის მადლობა გადაუხადა:
"ასეთი არაჩვეულებრივი საქველმოქმედო აქციის შედეგად 5% ჩაირიცხა ფონდში და სრულად დაკომპლექტდება და შეივსება ბიბლიოთეკა. ბავშვებს ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი დასრულდა, მოვიდნენ, დაესწრნენ ღონისძიებას. ჩვენ ერთად გავეცნობით ამ წიგნებს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, იარეთ "ბიბლუსში“. ჩვენთვის თქვენთან მეგობრობა მართლაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა ეკა ხოფერიამ.
"ბიბლუსის“ კამპანიამ ნებისმიერ მსურველს საშუალება მისცა, მონაწილეობა მიეღო წიგნის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მომავალი თაობისთვის თანამედროვე ბიბლიოთეკის მოწყობაში.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახალგაზრდა თაობისთვის წიგნზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით "ბიბლუსი“ კამპანიებს კვლავაც გააგრძელებს.
#ბიბლუსი მომავლისთვის
#ერთად მეტი შეგვიძლია
(R)