ავტორი:

ნუცა ბუზალაძე და სხვა ცნობილი სტუმრები საზეიმო მიღებაზე - ფოტოები "ბიოლიდან", სადაც პრემიერმა აშშ-ის დელეგაციას უმასპინძლა

ნუცა ბუზალაძე და სხვა ცნობილი სტუმრები საზეიმო მიღებაზე - ფოტოები "ბიოლიდან", სადაც პრემიერმა აშშ-ის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს ბრაიან კემპს, ჯორჯიის შტატის პირველ ლედის და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა.

აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორის პატივსაცემად ვახშამი “ბიოლში” გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ოფიციალურ პირებთან. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯორჯიის შტატის პირველი ლედი მარტი კემპი, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი თომას ქარდენი და ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარი ფეთ უილსონი.