18 ივნისი - მამების დღე საქართველოში მერვედ აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ერთიანდებიან და ერთმანეთს უზიარებენ მამებთან დაკავშირებულ ისტორიებსა და მათი ზრუნვის მნიშვნელობას.
გამომცემლობა „პალიტრა L“ ამ დღის აღნიშვნაში ყოველწლიურად ერთვება და მათი დახმარებით გიზიარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს, რის გამოც მნიშვნელოვანია, მამები ჩართულები იყვნენ შვილთან თამაშში და მათ პერიოდულად უკითხონ წიგნები:
ბავშვებისთვის კითხვა აფართოებს მათი ფანტაზიის უნარს და ეხმარება სამყაროს შეცნობაში
ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც შვილთან ერთად ახორციელებ, მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ის გრძნობს, რომ მასზე ზრუნავ, დროს უთმობ და მისით დაინტერესებული ხარ. ბავშვისთვის კითხვა, მისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გაცემა და სხვადასხვა საკითხის ახსნა გეხმარება, უფრო დაუახლოვდე შვილს, მეტი გაიგო მისი ინტერესის სფეროს შესახებ და დაეხმარო სწორი დასკვნების გამოტანაში.
მშობლები ბავშვებისთვის მისაბაძი მაგალითია
რადგანაც მშობლები შვილების მისაბაძი მაგალითები არიან, ერთად კითხვა მათ მისცემს ბიძგს, თავადაც დაინტერესდნენ წიგნით, შეიმეცნონ მეტი და გააგრძელონ განვითარება.
სწორედ ამიტომ როგორც დედების, ისე მამების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ბავშვებთან ერთად განიხილონ სხვადასხვა ლექსი, მოთხრობა თუ ნოველა, მათთან ერთად იმსჯელონ პერსონაჟებზე, გამართონ დისკუსია, რომელიც ბავშვს ლოგიკურად მსჯელობის უნარის განვითარებაში დაეხმარება.
სამაგიდო თამაშები ავითარებს ბავშვის გონებას და გეხმარებათ, უფრო დაუახლოვდეთ მათ
სამაგიდო თამაშები ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის არაჩვეულებრივი არჩევანია. როცა მთელი ოჯახი ერთად თამაშობს, ბავშვი უფრო უახლოვდება მშობლებს, გართობა ხომ ამის საუკეთესო საშუალებაა.
ასაკის მიხედვით არაერთი პედიატრებისგან დადასტურებული სამაგიდო თამაშია ხელმისაწვდომი, რომლითაც თქვენს პატარას რიცხვების, ასოციების, ფერებისა თუ ცხოველების ამოცნობას შეასწავლით და დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.
ერთად კითხვა, თამაში და გართობა ბავშვებს აძლევს გამბედაობას, მშობლებს უფრო თამამად გაუზიარონ თავიანთი შეხედულებები, გამოთქვან განსხვავებული აზრი დანაშაულის გრძნობისა და დასჯის მოლოდინის გარეშე, იყვნენ უფრო ლაღები და გასხნილები, რაც როგორც დედებისთვის, ისე მამებისთვის შვილთან ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია.
R