ავტორი:

"ოცნების" ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა - ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის!" - გახარია

"ოცნების" ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა - ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის!" - გახარია

"ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა, - ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ზურაბ-გირჩი ჯაფარიძესა და ბორჯომში, „თავისუფლების ინსტიტუტის“ ბანაკში მყოფებზე თავდასხმას.

როგორც გახარია აცხადეს, ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება მარცხისთვისაა განწირული.

"ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა წარსულსა და მომავალს შორის. „ოცნებამ“, ისევე როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მმართველობის ბოლო წლებში, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ძალადობის წახალისება დაიწყო. ახლა უკვე „ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა. ძალადობა არასდროს ყოფილა ჩვენი კულტურის და ეროვნული ღირებულებების ნაწილი. ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის! ჩემი სრული მხარდაჭერა ახალგაზრდებს!“ - წერს გახარია სოციალურ ქსელში.