ავტორი:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ სოხუმის აეროპორტიდან  რუსეთთან ავიამიმოსვლა 2025 წლისთვის იგეგმება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ სოხუმის აეროპორტიდან  რუსეთთან ავიამიმოსვლა 2025 წლისთვის იგეგმება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრის ქრისტინა ოზგანის განცხადებით, სოხუმის აეროპორტის აეროდრომი და აეროდრომის ინფრასტრუქტურა "სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება“.

მისივე თქმით, ობიექტები ინვესტორს იჯარით გადაეცემა.

ინვესტორის საკუთრებაში ასევე აეროპორტის საქმიანობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ობიექტები იქნება - ტერმინალები, საწვავ-გასამართ კომპლექსები და ა. შ.

"საუბარია ახალი ობიექტების აგებაზე და ჩადებული ინვესტიციების საკუთრების გარანტიებზე ", - აღნიშნა ე. წ. ეკონომიკის მინისტრმა.

ქრისტინა ოზგანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სოხუმის აეროპორტი ორმაგი დანიშნულების სტატუსს შეინარჩუნებს.

"აფხაზეთში ერთი აეროპორტია, შესაბამისად, ყველაფერი, რაც თავდაცვის საკითხს ეხება, შენარჩუნდება ან საინვესტიციო პროექტის ფარგლებში. ამისთვის აეროპორტში ცალკე ტერიტორია გამოიყოფა, დისლოკაცია არ იცვლება, ყველაფერი იმავე პირობებით დარჩება ", - დასძინა მან.

რუსეთსა და ოკუპირებული აფხაზეთის შორის ავიამიმოსვლის აღდგენა 2025 წლისთვის იგეგმება.