შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია.
"როდესაც დაახლოებით ორი წლის წინ აქ ვიყავი და ვამბობდი, რომ ვღელავდი მდინარე კოლორადოს დაშრობაზე, ყველა ისე მიყურებდა, თითქოს გიჟი ვიყავი. ისინი ასევე მიყურებდნენ, როცა ვთქვი, რომ ვღელავ, პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ეს რეალურია“, - განუცხადა ბაიდენმა კალიფორნიაში დონორთა ჯგუფს.
შაბათს, ჯო ბაიდენმა ბელარუსში რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება "აბსოლუტურად უპასუხისმგებლო“ ნაბიჯად შეაფასა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღება დაიწყო, რომელიც მისი თქმით, სამჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე 1945 წელს აშშ-ის მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოგდებული ატომური ბომბები.