ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებს უამრავი შესაძლებლობა აქვთ იზრუნონ გარემოსა და კლიმატურ ცვლილებებზე. რაც უფრო მეტად გამოვიყენებთ ეკომეგობრულ გადაწყვეტილებებს სახლსა თუ მის გარეთ, მით მეტად დავიცავთ ჩვენს პლანეტას ზიანისგან. ამ პროცესში კი ტექნოლოგიებს უდიდესი როლი აქვს. ამ მიმართულებით ბაზარზე მოწინავე კომპანია გახლავთ EcoFlow, რომელიც ინოვაციურ, ჭკვიან მოწყობილობებს აწარმოებს მდგრადი გარემოს შესაქმნელად.
განახლებადი ენერგიის ინოვაციური გადაწყვეტილებების მწარმოებელი კომპანია EcoFlow, რომელიც ტრადიციულად პორტატული ელექტროსადგურებს ქმნის, ამჯერად მომხმარებელს 3 ახალ, ჭკვიან მოწყობილობას სთავაზობს. აღნიშნული მოწყობილობები მომხმარებლებს გარემოზე ზრუნვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს უქმნის.
კომპანიამ მომხმარებელს უკვე წარუდგინა ელემენტზე მომუშავე ახალი, ჭკვიანი მოწყობილობები, რომლებსაც 15 პატენტი აქვთ მოპოვებული. როგორც EcoFlow-ში განმარტავენ, მათი შექმნის მიზანი გარემოზე მაქსიმალური ზრუნვაა.
Blade - გაზონის საკრეჭი რობოტი
EcoFlow Blade გახლავთ ბაზარზე პირველი ინტელექტუალური გაზონის სათიბი, რომელსაც ბაღის გაკრეჭა ავტომატურად შეუძლია. მოწყობილობა აღჭურვილია ნარჩენების შეგროვების სისტემით და ასევე მასში ინტეგრირებულია კამერა, რომელიც ამოიცნობს დაბრკოლებებს და თავს არიდებს მათ. მნიშვნელოვანია, რომ Blade-ში ინტეგრირებულია eSim და 4G, შესაბამისად თქვენ არასდროს დაკარგავთ მის ზუსტ მდებარეობას.
Blade სამუშაოს ასრულებს მასში ჩაშენებული კამერით, მოწინავე LiDAR სენსორით და X-Vision (RTK) კინემატიკური ნავიგაციით. რობოტი ამოიცნობს ყლორტებსა და ფოთლებს გაზონზე, აიღებს მათ და წინასწარ შეთანხმებულ წერტილში აგროვებს.
მომხმარებლებს EcoFlow-ს აპლიკაციის საშუალებით შეუძლიათ დაადგინონ პერიმეტრები, რომლის ფარგლებშიც უნდა იმუშაოს მოწყობილობა. დაბრკოლებების თავიდან აცილების პარალელურად, მას 40 მმ-მდე დაბრკოლების გადალახვაც შეუძლია. ეს ყველაფერი კი ადამიანური რესურსის ჩარევის გარეშე ხდება. საბოლოო შედეგი მოსუფთავებული გაზონია.
Blade მსოფლიოში პირველი გაზონის სათიბი რობოტია, რომელიც ბალახის ნარჩენებს აგროვებს და ამავდროულად, არ აბინძურებს გარემოს, არ აქვს გამონაბოლქვი, ზოგავს დროს და მაქსიმალურ შედეგს გვაძლევს.
Glacier - პორტატული მაცივარ-საყინულე
EcoFlow Glacier არის სუპერ ინოვაციური მოწყობილობა, მაცივარი ინტეგრირებული ყინულის აპარატით, რომელიც ელემენტზე მუშაობს. იგი აღჭურვილია ეკო რეჟიმით და მზის ენერგიით დამუხტვაც შეუძლია.
მოწყობილობის ელემენტის მოცულობა 298Wh-ია. ერთი დამუხტვით მაცივარი 40 საათამდე მუშაობს, საყინულის რეჟიმზე კი მისი მუშაობის ხანგრძლივობა 40 საათია. 12 წუთში საყინულეს ყინულის 18 კუბის გაკეთება შეუძლია. მაქსიმალურ რეჟიმზე დაყენებისას მოწყობილობა 15-20 წუთში 30 გრადუსიდან 0 გრადუსამდე აციებს. საყინულე და მაცივარი პარალელურ რეჟიმში მუშაობს. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გააცივოთ წყალი და გაყინოთ კუბები წვენისთვის. ეკო რეჟიმით კი თქვენ ენერგიის დაზოგვასა და მოწყობილობის უფრო ხანგრძლივად გამოყენებას შეძლებთ.
მრავალფეროვანი ფუნქციებისა და შესაძლებლობების გამო EcoFlow Glacier იდეალური მოწყობილობაა მოგზაურობისთვის. იმის პარალელურად, რომ თქვენი სასმელი და საკვები მუდმივად გრილი იქნება და არ გაფუჭდება, მოწყობილობა სხვა უფრო მცირე გაჯეტების, მაგალითად, სმარტფონისა და ლეპტოპის დამუხტვის შესაძლებლობასაც იძლევა. ის ასევე აღჭურვილია პატარა ბორბლებით, რაც მის გადაადგილებას კიდევ უფრო ამარტივებს.
საყინულე-მაცივარი შეგიძლიათ დატენოთ სტანდარტულად დენცქვიტიდან, მზის პანელებით ან პორტატული ელექტროსადგურიდან.
Wave 2 - გამათბობელ-გამაგრილებელი გარე მოხმარებისთვის
მათთვის, ვისაც ლაშქრობებსა და პიკნიკებზე, თუ უბრალოდ აგარაკის ეზოში დასვენების დროს სიცხე განსაკუთრებულად აწუხებს, EcoFlow-მ გარე მოხმარების გამათბობელ-გამაგრილებელი მოწყობილობა შექმნა. ის ბაზარზე უკონკურენტოა ყველაზე სწრაფად გაგრილებისა თუ გათბობის შესაძლებლობით.
Wave 2 მისი წინა მოდელისგან სიმძლავრით და გაგრილების არეალით განსხვავდება. მას 10 კვ.მ.-ის გაგრილება და გათბობა შეუძლია. 22%-ით არის შემცირებული მოწყობილობის ზომა, რაც მის გადაადგილებას კიდევ უფრო ამარტივებს. მისი მართვა და ტემპერატურული კონტროლი EcoFlow-ს აპლიკაციითაა შესაძლებელი. მუშაობის ხანგრძლივობა კი 8 საათამდე პერიოდია და ის დამოკიდებულია მუშაობის რეჟიმზე. მოწყობილობას შეუძლია სწრაფ, ეკო და დაძინების რეჟიმზე ფუნქციონირება. ის სხვადასხვა გზით იმუხტება, მათ შორის, მზის პანელებითა და პორტატული ელექტროსადგურებით.
EcoFlow-ს ახალი მოწყობილობები ხელმისაწვდომია საქართველოშიც და მათი ყიდვა ოფიციალური წარმომადგენლისგან ოფიციალური გარანტიით, კომპანია Copter Tech-ში არის შესაძლებელი როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ მაღაზიაში.
R