ალბათ, იცით სპექტაკლი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ - სააკაშვილი ჯერ დაიხოცა და ახლა შემოდის პოლიტიკაში. სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში წარმატების არავითარი შანსი არ აქვს.
"სააკაშვილი სიმულიანტობდა 600 დღის განმავლობაში და სამწუხაროდ, ამ სიმულაციას ფართო მხარდაჭერა ჰქონდა უცხოელების მხრიდან. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველა იმ ადამიანმა, რომელიც მხარს უჭერდა სააკაშვილის ამ სიმულაციას და ტყუილებს, ბოდიში უნდა მოუხადოს ქართულ საზოგადოებას. ესენი არიან კონკრეტული პოლიტიკოსები, დიპლომატები, ყოფილი სახალხო დამცველი, მისი კონსილიუმის წევრები და ა.შ. საკმაოდ ფართოა ამ ადამიანების წრე. 600 დღე გვიმტკიცებდნენ, რომ ეს კაცი ყოველ დღე კვდებოდა. ალბათ, იცით სპექტაკლი ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ - სააკაშვილი ჯერ დაიხოცა და ახლა შემოდის პოლიტიკაში. სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე. როდესაც ასეთი აბსურდის ავტორის პოლიტიკაში დაბრუნებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, მას წარმატების არავითარი შანსი არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.