ავტორი:

"უახლოეს მომავალში რუსეთი საბრძოლო მორიგეობაზე ბირთვულ რაკეტა "სარმატს" დააყენებს" - პუტინი

"უახლოეს მომავალში რუსეთი საბრძოლო მორიგეობაზე ბირთვულ რაკეტა "სარმატს" დააყენებს" - პუტინი

უახლოეს მომავალში რუსეთი საბრძოლო მორიგეობაზე ბირთვულ რაკეტა „სარმატს“ დააყენებს. განცხადება ამის შესახებ სამხედრო უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსული არმიის დახვეწა იმ „ახალი გამოწვევების გათვალისწინებითა“ და „ფასდაუდებელი გამოცდილებით“, რომელიც რუსულმა არმიამ უკრაინაში მიიღო, მიმდინარეობს.

ამ კონტექსტში რუსეთის პრეზიდენტის აზრით, არის ბირთვული ტრიადის განვითარება, რაც მისი სიტყვებით, არა მარტო რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების, არამედ „გლობალური სტაბილურობის“ გარანტიას იძლევა.

"სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების ნაწილებისა და შენაერთების ნახევრამდე აღჭურვილია „იარს“-ის უახლოესი კომპლექსებით, ტარდება ჯარების გადაიარაღება „ავანგარდით“ (ჰიპერხმოვანი საბრძოლო ნაწილით). უახლოეს მომავალში საბრძოლო მორიგეობაზე ჩადგება კომპლექსი „სარმატი“ ახალი მძიმე რაკეტით”, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ასევე, რუსეთის ლიდერის თქმით, „გეგმასთან მკაცრ შესაბამისობაში“ მიმდინარეობს სტრატეგიული ავიაციასა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბირთვული არსენალების შევსება. კერძოდ, საბრძოლო მორიგეობაზე გამოსულია ფრეგატი „საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალი გორშკოვი“, რომელიც „ცირკონის“ ჰიპერხმოვანი რაკეტებით არის